იოანე 17:1—26
17 ამის თქმის შემდეგ იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო+ და თქვა: „მამა, მოვიდა საათი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ,+
2 რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე,+ რათა ყველას, ვინც მას მიეცი,+ მარადიული სიცოცხლე მისცეს.+
3 მარადიული სიცოცხლის+ მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ,+ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს,+ და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს.+
4 მე განგადიდე+ დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე.+
5 ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე.+
6 შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან.+ შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ.
7 ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგან არის,
8 რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი.+ მიიღეს ისინი და ჭეშმარიტად შეიცნეს, რომ შენგან გამოვედი,+ და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე.+
9 მათთვის გთხოვ. ქვეყნიერებისთვის კი არ გთხოვ,+ არამედ მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან;
10 ყველაფერი ჩემი შენია,+ შენი კი — ჩემი, და მე მათ შორის განვდიდდი.
11 მე აღარა ვარ ქვეყნიერებაში, ისინი კი არიან.+ მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამა, დაიცავი ისინი+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ.+
12 როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მომეცი. დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა+ დაღუპვის ძის გარდა,+ რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი.+
13 ახლა კი შენთან მოვდივარ და ამ ყოველივეს ქვეყნიერებაში ვლაპარაკობ, რათა ისინი ჩემი სიხარულით აივსონ.+
14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა+ ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+
15 იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა.+
16 ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,+ როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+
17 განწმინდე+ ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა+ ჭეშმარიტებაა.+
18 როგორც შენ გამომგზავნე ქვეყნიერებაში, ისე მე გავგზავნე ისინი ქვეყნიერებაში.+
19 ჩემს თავს განვწმენდ მათი გულისთვის, რათა ისინიც განიწმინდონ+ ჭეშმარიტებით.
20 მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს,+
21 რათა ყველანი ერთნი იყვნენ,+ როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში,+ მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან+ და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე.+
22 მე მივეცი მათ დიდება, რომელიც შენ მომეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.+
23 მე მათთან ერთობაში ვარ, შენ კი — ჩემთან, რათა სრულყოფილებას მიაღწიონ ერთობაში+ და ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24 მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ,+ ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების+ შექმნამდე+ შემიყვარე.
25 მართალო+ მამა, ქვეყნიერებას არ შეუცნიხარ,+ მაგრამ მე შეგიცანი და ამათაც შეიცნეს, რომ შენ გამომგზავნე.+
26 ვამცნე მათ შენი სახელი+ და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“.+