იოანე 2:1—25
2 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში.+ იესოს დედაც+ იქ იყო.
2 ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებული.
3 ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა+ უთხრა: „ღვინო აღარა აქვთ“.
4 იესომ მიუგო: „მე და შენ რა გვაქვს საერთო?+ ჯერ არ მოსულა ჩემი საათი“.+
5 დედამისმა მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“.+
6 როგორც იუდეველების განწმენდის+ წესებით მოითხოვებოდა, იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა.
7 იესომ უთხრა მათ: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე.
8 შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და თამადას მიართვით“. მათაც მიართვეს.
9 როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს+ (მან არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მომსახურეებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), ნეფეს დაუძახა
10 და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო+ გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“.
11 იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა, რითაც თავისი ნიშნების მოხდენა დაიწყო და თავისი დიდება+ ცხადი გახადა. მისმა მოწაფეებმა ირწმუნეს იგი.
12 ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან.
13 მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში+ ავიდა.
14 ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც.
15 თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+
16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის+ სავაჭრო სახლად ქცევა!“+
17 გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“.+
18 ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშნით+ გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამის გაკეთება?“
19 იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი+ და სამ დღეში აღვადგენ“.
20 იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“
21 ტაძარში+ ის თავის სხეულს გულისხმობდა.
22 როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ,+ ამას რომ ამბობდა ხოლმე. მათ ირწმუნეს წმინდა წერილი და იესოს მიერ ნათქვამი სიტყვა.
23 იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე+ ყოფნისას ბევრმა ირწმუნა მისი სახელი,+ როდესაც ნახეს მის მიერ მოხდენილი ნიშნები,+
24 მაგრამ იესო არ ენდობოდა+ მათ, რადგან ყველას იცნობდა
25 და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა ადამიანის ბუნება.+
სქოლიოები
^ როგორც ჩანს, ბათი, რაც უდრიდა 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.