იოანე 3:1—36

3  იყო ერთი ფარისეველი, სახელად ნიკოდემე,+ იუდეველთა მმართველი.  ღამით+ იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „რაბი,+ ვიცით, რომ ღვთისგან+ მოსული მოძღვარი+ ხარ, რადგან ვერავინ მოახდენს იმ ნიშნებს,+ შენ რომ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“.+  იესომ მიუგო:+ „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება,+ ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“.+  ნიკოდემემ ჰკითხა მას: „მოხუცი კაცი ხელახლა როგორღა დაიბადება? ხელმეორედ ხომ არ შევა დედამისის მუცელში და ისე ხომ არ დაიბადება?“  იესომ უპასუხა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი წყლისა+ და სულისგან+ არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში.  ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი კი — სული.+  ნუ გიკვირს, რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.+  ქარი+ იქით უბერავს, საითაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“.+  ნიკოდემემ მიუგო მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ყოველივე ეს?“ 10  იესომ უპასუხა: „ისრაელის მოძღვარი ხარ და როგორ არ იცი?+ 11  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ,+ მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას.+ 12  თუ მიწიერზე გელაპარაკეთ და არ გწამთ, როგორ ირწმუნებთ, ზეციურზე რომ გელაპარაკოთ?+ 13  ზეცაში არავინ ასულა+ ზეციდან ჩამოსული+ კაცის ძის გარდა.+ 14  როგორც მოსემ აამაღლა გველი+ უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძეც,+ 15  რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+ 16  ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა,+ რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა,+ რათა ვისაც ის სწამს,+ არ დაიღუპოს,+ არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+ 17  ღმერთმა იმიტომ კი არ გამოგზავნა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ მას ქვეყნიერება გაესამართლებინა,+ არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით გადარჩენილიყო+ ქვეყნიერება. 18  ვისაც ის სწამს, არ გასამართლდება;+ ვისაც არა სწამს, უკვე გასამართლებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი.+ 19  გასამართლების საფუძველი ის არის, რომ ქვეყნიერებაზე+ სინათლე+ მოვიდა, მაგრამ ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა,+ რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20  ბოროტების ჩამდენს+ სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იყოს თავის საქმეებში,+ 21  მაგრამ ვინც იმას აკეთებს, რაც ჭეშმარიტია, სინათლისკენ მიდის,+ რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რომლებიც ღვთის ნების შესაბამისად აქვს გაკეთებული“. 22  ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდეის ქვეყანაში მივიდა, ცოტა ხანს იქ მათთან ერთად იმყოფებოდა და ხალხს ნათლავდა.+ 23  იოანეც+ ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან იქ ბევრი წყალი+ იყო და ხალხიც მიდიოდა და ინათლებოდა.+ 24  იოანე ჯერ არ იყო ჩაგდებული საპყრობილეში.+ 25  იოანეს მოწაფეებმა და ერთმა იუდეველმა დავა დაიწყეს განწმენდის თაობაზე.+ 26  მივიდნენ ისინი იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო და ვისზეც მოწმობდი,+ ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“.+ 27  იოანემ მიუგო: „კაცი ვერაფერს მიიღებს, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.+ 28  თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, ქრისტე არა ვარ-მეთქი,+ არამედ მის წინ ვარ გამოგზავნილი.+ 29  ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა,+ ხოლო ნეფის მეგობარს, როცა დგას და უსმენს ნეფის ხმას, განსაკუთრებულად უხარია. მეც ამიტომ მიხარია ასე.+ 30  ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“. 31  მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღალია.+ ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწიერზე ლაპარაკობს.+ ზეციდან მომავალი ყველაზე მაღალია.+ 32  რაც უხილავს და მოუსმენია, იმაზე მოწმობს,+ მაგრამ მის დამოწმებას არავინ იღებს.+ 33  ვინც მიიღო მისი დამოწმება, ბეჭედი დაასვა იმას, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.+ 34  ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს,+ რადგან ღმერთი შეუზღუდავად იძლევა სულს.+ 35  მამას უყვარს*+ ძე და ყველაფერი მას მისცა ხელში.+ 36  ვისაც ძე სწამს,+ მარადიული სიცოცხლე აქვს,+ ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს,+ არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე.+

სქოლიოები

ბერძნულად აგაპე.