იოანე 5:1—47
5 ამის შემდეგ იესო იერუსალიმში იუდეველთა დღესასწაულზე+ ავიდა.
2 იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან+ ერთი აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება. მას ხუთი კოლონადა* აქვს.
3 მათ ქვეშ უამრავი ავადმყოფი, ბრმა, კოჭლი და ხელფეხგამხმარი იწვა.
4 ——
5 იქ იყო ერთი კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა.
6 იესომ დაინახა იგი მწოლიარე და, რადგან იცოდა მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის ამბავი,+ ჰკითხა: „გინდა განიკურნო?“+
7 ავადმყოფმა მიუგო: „ბატონო, კაცი არა მყავს, წყალი როცა იძვრის, აუზში რომ ჩამიშვას. სანამ მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“.
8 იესომ უთხრა მას: „ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე“.+
9 ამის თქმა და კაცის განკურნება ერთი იყო. მან აიღო თავისი საკაცე და გაიარა.
ის დღე შაბათი იყო.+
10 ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია და არა გაქვს შენი საკაცის ტარების უფლება“.+
11 მან კი უპასუხა: „ვინც განმკურნა, მან მითხრა, აიღე შენი საკაცე და იარეო“.
12 მათ ჰკითხეს: „ვინ გითხრა, აიღე და იარეო?“
13 განკურნებულმა კი არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო ხალხმრავლობის გამო იქაურობას გაერიდა.
14 ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის კაცი და უთხრა: „ხედავ, განიკურნე. ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს“.
15 წავიდა ის კაცი და იუდეველებს შეატყობინა, რომ ის იესომ განკურნა.
16 იუდეველებმა დევნა დაუწყეს+ იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთ რამეს აკეთებდა.
17 მან მიუგო: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“.+
18 ამის გამო იუდეველები უფრო მეტად ცდილობდნენ იესოს მოკვლას,+ რადგან ის არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა+ და, ამგვარად, თავს ღმერთს უტოლებდა.+
19 ამაზე იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს,+ რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს.
20 მამას უყვარს* ძე+ და რასაც თვითონ აკეთებს, ყველაფერს აჩვენებს მას. მომავალში ამაზე დიდ საქმეებსაც აჩვენებს თქვენ გასაოცებლად.+
21 როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს,+ ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას აცოცხლებს.+
22 მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა,+
23 რათა ყველამ პატივი სცეს ძეს,+ როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა.+
24 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს+ და მისი გასამართლება არ ხდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული.+
25 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები+ მოისმენენ ღვთის ძის ხმას+ და, ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს.+
26 როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში,+ ისე ძეს მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.+
27 მას გასამართლების უფლებამოსილებაც მისცა,+ რადგან კაცის ძეა+ იგი.
28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში*+ არიან, მის ხმას მოისმენენ
29 და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის,+ ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის.+
30 ჩემით არაფერს ვაკეთებ. როგორც ვისმენ, ისე ვასამართლებ და ჩემ მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია,+ რადგან ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+
31 თუ ჩემს თავზე მხოლოდ მე ვმოწმობ,+ ჩემი დამოწმება არ არის ჭეშმარიტი.+
32 ჩემზე სხვა მოწმობს და ვიცი, რომ რასაც ის ჩემზე მოწმობს,+ ჭეშმარიტია.
33 თქვენ კაცები გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ.+
34 მე არ მჭირდება დამოწმება ადამიანისგან, მაგრამ ამას თქვენი გადარჩენისთვის ვამბობ.+
35 ის კაცი იყო ლამპარი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი გინდოდათ, ცოტა ხნით გაგეხარათ მის სინათლეში,+
36 მაგრამ მე იოანეს დამოწმებაზე დიდი დამოწმება მაქვს, რადგან სწორედ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა, თვით ის საქმეები, რომლებსაც ვაკეთებ,+ მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა.
37 ჩემზე თვითონ მამამაც დაამოწმა,+ რომელმაც გამომგზავნა. თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ.+
38 მისი სიტყვა არ რჩება თქვენში, რადგან არ გწამთ ის, ვინც მან გამოგზავნა.
39 წმინდა წერილებს იკვლევთ,+ რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით გექნებათ მარადიული სიცოცხლე. სწორედ ისინი მოწმობენ ჩემზე,+
40 თქვენ კი არ გინდათ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ.+
41 მე არ მინდა დიდება ადამიანებისგან+
42 და კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი.+
43 მე მამაჩემის სახელით მოვედი,+ მაგრამ არ მღებულობთ. ვინმე თავისი სახელით რომ მოსულიყო, მას მიიღებდით.
44 როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ დიდებას,+ ხოლო ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ დიდებას?+
45 ნუ იფიქრებთ, რომ მამასთან ბრალს დაგდებთ. თქვენი ბრალმდებელი მოსეა,+ ვისი იმედიც გაქვთ.
46 მოსე რომ გერწმუნათ, მეც მირწმუნებდით, რადგან მან დაწერა ჩემზე.+
47 თუ მისი დაწერილი არა გწამთ,+ ჩემს ნათქვამს როგორღა ირწმუნებთ?“