იოანე 9:1—41
9 მიდიოდა და დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო.
2 მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „რაბი,+ ვინ შესცოდა,+ ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა,+ უსინათლო რატომ დაიბადა?“
3 იესომ უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო.+
4 სანამ დღეა,+ ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე,+ როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.
5 სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ“.+
6 ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით თიხა მოზილა, იმ კაცს თვალებზე დაადო+
7 და უთხრა: „წადი, მოიბანე+ სილოამის აუზში“+ (რაც ითარგმნება როგორც „გაგზავნილი“). ისიც წავიდა, მოიბანა+ და თვალახელილი დაბრუნდა.+
8 მეზობლები და სხვები, რომლებიც მას მათხოვრად იცნობდნენ, ამბობდნენ: „ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“+
9 ერთნი ამბობდნენ, ის არისო; მეორენი — ის არ არის, მაგრამ ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა, ისა ვარო.
10 მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ აგეხილა თვალი?“+
11 მან უპასუხა: „კაცმა, რომელსაც იესო ჰქვია, თიხა მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი და სილოამში+ მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და თვალი ამეხილა“.
12 მაშინ ჰკითხეს: „სად არის ის კაცი?“ მან უპასუხა: „არ ვიცი“.
13 ფარისევლებთან მიიყვანეს ის უსინათლო.
14 ის დღე, როცა იესომ თიხა მოზილა და უსინათლოს თვალი აუხილა,+ შაბათი+ იყო.
15 ამჯერად ფარისევლებიც ეკითხებოდნენ მას, თუ როგორ აეხილა თვალი.+ მან უთხრა: „თიხა დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“.
16 მაშინ ზოგმა ფარისეველმა თქვა: „ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავს“.+ სხვები ამბობდნენ: „განა ცოდვილი კაცი ასეთ ნიშნებს მოახდენს?“+ მათ შორის განხეთქილება+ მოხდა.
17 მაშინ კვლავ ჰკითხეს უსინათლოს: „შენ რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია“.+
18 იუდეველებს მაინც არ სჯეროდათ, რომ ის უსინათლო იყო და თვალი აეხილა, სანამ მის მშობლებს არ დაუძახეს
19 და არ ჰკითხეს: „ეს არის თქვენი ვაჟი, რომელზეც ამბობთ, უსინათლო დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“
20 მშობლებმა მიუგეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი ვაჟია და უსინათლო დაიბადა,
21 მაგრამ როგორ მოხდა, რომ ახლა ხედავს, არ ვიცით. არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. მას ჰკითხეთ; პატარა აღარ არის, თავის თავზე თვითონ ილაპარაკოს“.
22 მისმა მშობლებმა ეს იმიტომ თქვეს, რომ იუდეველებისა ეშინოდათ,+ რადგან მათ პირი ჰქონდათ შეკრული, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა,+ ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.
23 ამიტომ უთხრეს მშობლებმა, პატარა აღარ არის, მას ჰკითხეთო.
24 მაშინ მეორედ მოუხმეს იმ კაცს, უსინათლო რომ იყო, და უთხრეს: „დიდება მიაგე ღმერთს.+ ჩვენ ვიცით, რომ ეგ კაცი ცოდვილია“.
25 მან კი უპასუხა: „ცოდვილია თუ არა, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ უსინათლო ვიყავი და ახლა ვხედავ“.
26 მაშინ ჰკითხეს მას: „რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალი?“
27 მან მიუგო: „უკვე გითხარით და არ მომისმინეთ. რად გინდათ, მეორედ მოისმინოთ? თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გსურთ?“
28 მათ კი გალანძღეს ის: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
29 ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი,+ ეს კაცი კი არ ვიცით, საიდან არის“.+
30 მან მიუგო: „საკვირველიც ის არის,+ რომ არ იცით, საიდან არის, მე კი თვალი ამიხილა.
31 ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს,+ მაგრამ ვისაც ღვთის შიში აქვს და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს.+
32 არავის გაუგონია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის.
33 ის რომ ღვთისგან არ იყოს,+ ვერაფერს გააკეთებდა“.
34 მათ პასუხად უთხრეს: „შენ ცოდვებში დაიბადე+ და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს.+
35 იესომ გაიგო, რომ იგი გამოაგდეს და როცა ნახა, ჰკითხა: „გწამს კაცის ძე?“+
36 მან მიუგო: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“
37 იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი. ვინც გელაპარაკება, ის არის“.+
38 მაშინ მან თქვა: „მწამს, უფალო“ და მდაბლად თაყვანი სცა.+
39 იესომ უთხრა: „ქვეყნიერებაზე გასასამართლებლად+ მოვედი, რათა ვინც ვერ ხედავს, დაინახოს,+ ხოლო ვინც ხედავს, დაბრმავდეს“.+
40 მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა გაიგონა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები+ ვართ?“
41 იესომ მიუგო: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ, რადგან ამბობთ, ვხედავთო,+ თქვენი ცოდვა+ რჩება“.