იობი 1:1—22
1 უცის მიწაზე+ ცხოვრობდა ერთი უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ და ბოროტებისგან შორს მდგარი+ კაცი, სახელად იობი*.+
2 მას შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა.+
3 ჰყავდა ასევე შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ჭაკი ვირი+ და უამრავი მსახური. ის ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში.+
4 მისი ვაჟები სტუმრად დადიოდნენ ერთმანეთთან და თითოეული თავის დღეს მართავდა ნადიმს.+ იწვევდნენ ხოლმე თავიანთ სამივე დას, რომ მათთან ერთად ეჭამათ და ესვათ.
5 როცა ნადიმის დღეები ჩაივლიდა, იობი შეუთვლიდა ხოლმე, განწმენდილიყვნენ.+ იგი დილით ადრე დგებოდა და მათი რიცხვის მიხედვით სწირავდა დასაწვავ მსხვერპლს,+ ამბობდა: „იქნებ შესცოდეს ჩემმა ვაჟებმა და დაგმეს+ ღმერთი თავიანთ გულში“.+ ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.+
6 ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები*+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც*+ მივიდა და დადგა მათ შორის.+
7 ჰკითხა იეჰოვამ სატანას: „საიდან მოდიხარ?“ სატანამ მიუგო იეჰოვას: „ვიხეტიალე+ და შემოვიარე დედამიწა“.+
8 იეჰოვამ უთხრა სატანას: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე,+ უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“.+
9 მიუგო სატანამ იეჰოვას: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?+
10 შენ არ მფარველობ მას,+ მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი+ და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე.
11 აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“.+
12 იეჰოვამ უთხრა სატანას: „აი, შენს ხელშია ყველაფერი, რაც აქვს. ოღონდ პირადად მას არ შეახო ხელი!“ წავიდა სატანა იეჰოვასგან.+
13 ერთ დღეს იობის ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში შეიკრიბნენ, რომ ეჭამათ და ღვინო დაელიათ.+
14 მივიდა იობთან მაცნე+ და უთხრა: „როცა ხარები ხნავდნენ+ და ვირები მათ გვერდით ძოვდნენ,
15 სებელები+ თავს დაესხნენ და წაასხეს საქონელი, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.+
16 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან,+ აბრიალდა და შთანთქა ცხვარიცა და მსახურებიც. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.
17 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ქალდეველების+ სამი რაზმი თავს დაესხა აქლემებს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.
18 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „შენი ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ.+
19 უდაბნოს მხრიდან დიდი ქარი+ ამოვარდა და სახლის ოთხივე კუთხეს ეძგერა, ახალგაზრდებს თავზე დაემხოთ და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.
20 ადგა იობი, შემოიხია+ მოსასხამი, თავი გადაიპარსა,+ პირქვე+ დაეცა მიწაზე+
21 და თქვა:
„შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან+და შიშველი დავბრუნდები.+იეჰოვამ მომცა+ და იეჰოვამ წაიღო.+კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“.+
22 ყოველივეს მიუხედავად არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის.+
სქოლიოები
^ ანუ ანგელოზები.
^ ანუ მოწინააღმდეგე, დედანში განსაზღვრული არტიკლით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სატანა პიროვნებაა.