იობი 10:1—22
10 «შეიზიზღა ჩემმა სულმა სიცოცხლე.+წუხილს მივეცემი დასულგამწარებული ვილაპარაკებ.
2 ვეტყვი ღმერთს: „ნუ მცნობ დამნაშავედ.გამაგებინე, რატომ მედავები!
3 განა რას გარგებს, ცუდს რომ აკეთებ,+უარყოფ შენი ხელით ნაშრომს,+და შენს სინათლეს ბოროტთა რჩევებზე ანათებ.
4 განა ხორციელის თვალები გაქვს?+თუ მოკვდავი კაცივით ხედავ?+
5 განა შენი დღეები მოკვდავი კაცის დღეებსა ჰგავს+ან შენი წლები ადამიანის დღეებივითაა,
6 ჩემს შეცდომას რომ ეძიებდე+და ჩემს ცოდვას პოულობდე,
7 როცა იცი, რომ არაფერი დამიშავებია+და ვერავინ დამიხსნის შენი ხელიდან?+
8 შენმა ხელმა გამომძერწა+და სრულად გამომსახა, მაგრამ შენ მაინც შთამნთქავ.
9 ნუ დაგავიწყდება, რომ თიხისგან+ შემქმენიდა მტვერს დაუბრუნებ ჩემს თავს.+
10 განა რძესავით არ გადმომღვარედა ყველივით არ შემადედე?!+
11 კანითა და ხორცით შემმოსე,ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.+
12 სიცოცხლე და სიკეთე* მიბოძე+და მზრუნველობით+ დაიცავი ჩემი სული.
13 ყველაფერი გულში გქონდა დაფარულიდა კარგად ვიცი, რომ შენგან მოდის.
14 თუ ცოდვა ჩავიდინე და მხედავდი+და ჩემი დანაშაულის გამო უდანაშაულოდ არ მცნობ,+
15 თუ რამე დავაშავე, ვაი ჩემს თავს!+და თუ მართალი ვარ, არ ავწევ თავს,+რადგან სირცხვილნაჭამი ვარ და გაჭირვებით სავსე.+
16 თუ ამპარტავნულად მოვიქცევი,+ ლომივით ინადირებ ჩემზე+და საოცრებად წარდგები ჩემ წინაშე.
17 ახალ მოწმეებს გამოიყვან ჩემ წინააღმდეგდა უფრო განრისხდები ჩემზე.ჩემს უბედურებას უბედურება ემატება.
18 რატომ გამომიყვანე საშვილოსნოდან?+არ შეიძლებოდა, გავმქრალიყავი და თვალს არ ვენახე,
19 არარსებულივით ვყოფილიყავიდა მუცლიდან საფლავში მოვხვედრილიყავი?“
20 განა დღეგრძელი ვარ?+ჩამომცილდეს იგი, მომაშოროს მზერა, რომ ცოტა გავიხარო,+
21 სანამ წავალ — და აღარ დავბრუნდები+ —უკუნი სიბნელითა და წყვდიადით+ მოცულ მიწაში;
22 მიწაში, სადაც წყვდიადს, უკუნ სიბნელესადა უწესრიგობას დაუსადგურებია, სადაც სინათლე წყვდიადივითაა».
სქოლიოები
^ იხილეთ 6:14-ის სქოლიო.