იობი 11:1—20

11  მიუგო ნაამათელმა ცოფარმა:+   „განა ამდენი სიტყვა უპასუხოდ დარჩება,ან გამართლდება მკვეხარა?   განა გააჩუმებს კაცს შენი ფუჭსიტყვაობა?თუ მოჰყვები დაცინვას, განა არ გაიკიცხები?+   შენ იმასაც ამბობ, ჩემი დარიგება+ წმინდაადა შენს თვალში სუფთა+ ვარო.   ნეტავ დაილაპარაკებდეს ღმერთიდა გახსნიდეს ბაგეებს შენ მიმართ!+   მაშინ გეტყოდა სიბრძნის საიდუმლოებებს,რადგან მრავლისმომცველია სიბრძნე*.იმასაც გაიგებდი, რომ ღმერთმა დაივიწყა შენი ზოგიერთი დანაშაული შენ სასიკეთოდ.+   ჩასწვდები ღვთის სიღრმეებს?+ან მისწვდები ყოვლისშემძლის საზღვრებს?   ცაზე მაღალია. რას გახდები?სამარეზე* ღრმაა.+ რა გაგეგება?   დედამიწაზე დიდია ზომით,ზღვაზე ვრცელია. 10  თუ ჩაივლის, ვინმეს ხელს დაადებსდა სასამართლოს მოიწვევს, ვინ შეეწინააღმდეგება? 11  კარგად იცის, ვინ ცრუობს.+როცა სიავეს დაინახავს, განა უყურადღებოდ დატოვებს? 12  ვიდრე უჭკუო კაცს კარგი ზრახვები გაუჩნდება,ზებრა დაიბადება ადამიანად. 13  თუ გულს ნამდვილად მოამზადებდა ღვთისკენ აღაპყრობ ხელს,+ 14  თუ მოაშორებ შენს ხელს სიავესდა არ დაამკვიდრებ უმართლობას შენს კარავში, 15  მაშინ ღირსეულად ასწევ თავს,+განმტკიცდები და შიში არ გექნება. 16  გასაჭირს დაივიწყებდა ის ჩავლილი წყალივით გემახსოვრება. 17  შუადღეზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლის დღეები.+სიბნელე დილად გადაიქცევა.+ 18  გამოავლენ ნდობას, რადგან იმედი გექნება.ყურადღებით მიმოიხედავ და უსაფრთხოდ დაიძინებ.+ 19  გაიმართები და არავინ დაგაფრთხობს.ხალხი მშვიდ გუნებაზე დაგაყენებს.+ 20  ბოროტებს თვალები დაუბრმავდებათ,+მათი თავშესაფარი დაიქცევა+და მათი იმედი სულის* დაღუპვა იქნება“.+

სქოლიოები

ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
იხილეთ 7:9-ის სქოლიო.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.