იობი 12:1—25
12 მიუგო იობმა:
2 „ხალხი მართლაც თქვენ ყოფილხართ,თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნე!+
3 მეც მაქვს გული,+თქვენზე ნაკლები არც მე ვარ.+ვინ არ იცის ეს ყველაფერი?!
4 მოძმის დასაცინი გავხდი,+როცა ღმერთს ვუხმობდი პასუხის მისაღებად.+დასცინიან მართალსა და უმწიკვლოს.
5 უზრუნველი კაცი განადგურების შესახებ აზრსაც კი არაფრად აგდებს,+ის მერყევთათვის არის გამზადებული.+
6 უზრუნველად არის მძარცველთა კარავი+და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ღვთის განმარისხებლები,რომლებმაც ღმერთი* თავიანთი ხელით მოიყვანეს.+
7 აბა, ჰკითხე შინაურ ცხოველებს და გასწავლიან,+ცის ფრინველებს, და გეტყვიან.+
8 დაუკვირდი მიწას და გასწავლის,+ზღვის თევზები+ მოგახსენებენ.
9 რომელმა მათგანმა არ იცის,რომ ეს იეჰოვას ხელის ნამოქმედარია;+
10 ვის ხელშიცაა ყოველი ცოცხლის სული*,+და ყოველი ხორციელის სული*?!+
11 განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს,+და სასა — საჭმლის გემოს?!+
12 განა სიბრძნე მოხუცებს არა აქვთ,+და გაგების უნარი — დღეთა სიმრავლეს?!
13 მასთანაა სიბრძნე და ძლევამოსილება;+მისგან არის რჩევა და გაგების უნარი.+
14 აჰა, ის ანგრევს, რომ აღარ აშენდეს,+ის უკეტავს კაცს შესასვლელს, რომ აღარ გაიხსნას.+
15 აკავებს წყლებს და ისინიც შრებიან;+აგზავნის მათ და ცვლიან მიწის პირს.+
16 მასთან არის ძალა და სიბრძნე*;+მისია შეცდომის დამშვები და მაცდუნებელი.+
17 მრჩევლებს ფეხშიშველს ატარებს,+და მოსამართლეებს აგიჟებს.
18 მეფეებს ბორკილებს ხსნის+და თვითონ არტყამს სარტყელს თეძოებზე.
19 ფეხშიშველს ატარებს მღვდლებს+და ამხობს ტახტზე სამარადჟამოდ მსხდომთ.+
20 ბაგეებს უხშობს ერთგულებსდა მოხუცებულებს გონიერებას ართმევს.
21 თავლაფს ასხამს წარჩინებულებს+და ძლიერთა სარტყელს უშვებს.
22 სიბნელეში ღრმად დაფარულს აჩენს+და უკუნეთი სინათლეზე გამოჰყავს.
23 ერებს აძლიერებს გასანადგურებლად+და განავრცობს მათ, რომ წაასხას.
24 ქვეყნის თავკაცებს გონიერებას ართმევს,რათა უგზო-უკვლოდ ახეტიალოს უკაცრიელ ადგილას.+
25 ხელის ცეცებით დადიან სიბნელეში,+ სადაც არ არის სინათლე,მთვრალებივით ახეტიალებს მათ“.+
სქოლიოები
^ როგორც ჩანს, იგულისხმება კერპი.
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
^ ანუ პრაქტიკული სიბრძნე.