იობი 13:1—28

13  „ეს ყველაფერი ნახა ჩემმა თვალმა,მოისმინა ჩემმა ყურმა და მიხვდა.   რაც თქვენ იცით, ის მეც კარგად ვიცი.თქვენზე ნაკლები არც მე ვარ.+   მაგრამ მე ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი+და ღმერთთან შეკამათებას მოვისურვებდი.   თქვენ კი სხვებს სიცრუით სახელს ულახავთ;+ყველანი უსარგებლო მკურნალები ხართ.+   ნეტავ საერთოდ არ ამოგეღოთ ხმა,სიბრძნეში ჩაგეთვლებოდათ!+   მოისმინეთ ჩემი პასუხი+და ყური დაუგდეთ ჩემს ბაგეთა ღაღადს.   ილაპარაკებთ უმართლობასდა სიცრუეს ღვთის გულისათვის?+   მოექცეოდით მას მიკერძოებით+ან გამოესარჩლებოდით ჭეშმარიტ ღმერთს სასამართლოში?   განა კარგი იქნებოდა, მას რომ გამოეკვლიეთ?+მასაც ისე მოატყუებდით, როგორც მოკვდავ ადამიანს ატყუებენ? 10  ის უეჭველად შეგაგონებდათ,+თუ ფარულად მიკერძოებას გამოავლენდით.+ 11  განა არ შეგაშინებდათ მისი დიდებადა მისი შიში არ შეგიპყრობდათ?+ 12  თქვენი დაუვიწყარი სიტყვები ნაცრის იგავებია,თიხისაა თქვენი ფარები.+ 13  ხმა არ ამოიღოთ, მე უნდა ვილაპარაკო.მერე, რაც გინდა, ის მომივიდეს! 14  რატომ მიჭირავს სული კბილით*და რატომ მიდევს სული ხელისგულზე?+ 15  რომც მოვეკალი, მაინც მას არ დაველოდებოდი?+მაინც შევეკამათებოდი მას ჩემი გზებისთვის. 16  ის იქნებოდა ჩემი მხსნელი,+რადგან ვერც ერთი განდგომილი ვერ წარდგება მის წინაშე.+ 17  კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა+და ჩემი ნათქვამი ყურად იღეთ. 18  აი წარვადგინე სასამართლო საქმე.+კარგად ვიცი, რომ მართალი ვარ. 19  ვინ შემეკამათება?+ახლა რომ გავჩუმდე, ნამდვილად მოვკვდები. 20  ორ რამეს ნუ მიზამდა არ დავიმალები შენ წინაშე.+ 21  ხელი მომარიდედა შენი შიში ნუ შემაძრწუნებს.+ 22  მომიხმე, რომ გიპასუხო,ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე. 23  რა დავაშავე და რა შევცოდე?გამაგებინე, რაში გეურჩე და რა ცოდვა ჩავიდინე. 24  რატომ მალავ სახეს+და რატომ მთვლი შენს მტრად?+ 25  მოფარფატე ფოთოლს აფრიალებდა გამხმარ ნამჯას დევნი? 26  რაც ჩემთვის მწარეა, იმას წერ ჩემ წინააღმდეგ,+და ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი დანაშაულის შედეგებს მაწვნევინებ.+ 27  ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს+და ჩემს გზებს დარაჯობ;ზღვარს უვლებ ჩემს ტერფებს. 28  ეს კაცი კი გაიხრწნა და დაილია,+როგორც ჩრჩილისგან შეჭმული ტანსაცმელი“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — რატომ მიჭირავს კბილებით ხორცი.