იობი 14:1—22

14  „კაცი, ქალის ნაშობი,+დღემოკლეა+ და შფოთით აღსავსე.+   ყვავილივით იშლება, მაგრამ მოწყვეტილია,+ჩრდილივით ჩაიქროლებს+ და წყვეტს არსებობას.   თვალი მისკენ გაქვს მიპყრობილიდა სასამართლოზე+ წარმადგენ შენ წინაშე.   ვინ შექმნის წმინდას უწმინდურისგან?+ვერავინ.   თუ მისი დღეები დადგენილია,+მისი თვეების რიცხვი შენს ხელშია.წესი გაქვს მისთვის დადებული, რომ არ გადავიდეს.   მოაშორე მზერა, რომ დაისვენოს,+და მოჯამაგირესავით იგრძნოს კმაყოფილება თავისი დღით.   ხესაც კი აქვს იმედი,თუ მოჭრიან, ისევ ამოიყრის+და არ შეწყვეტს არსებობას მისი რტო.   თუ მიწაში ფესვი დაუბერდადა ნიადაგში ძირკვი ჩაუკვდა,   როგორც კი წყალი მოხვდება, კვლავ ამოიყრის+და ტოტი ახალი ნერგივით ექნება.+ 10  მაგრამ ვაჟკაცი კვდება და დამარცხებული გდია.იღუპება ადამიანი, და სადღაა იგი?+ 11  ქრება წყალი ზღვიდან,მდინარე იწრიტება და შრება.+ 12  კაციც წვება და აღარ დგება.+არ გაიღვიძებენ, სანამ ცა აღარ იქნება,+აღარც წამოდგებიან.+ 13  ნეტავ დამმალავდე სამარეში*,+დამიფარავდე, სანამ შენი რისხვა მიიქცეოდეს,დამიდგენდე დროს+ და გამიხსენებდე!+ 14  თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?+დავიცდი მთელი ჩემი მონური სამუშაოს* განმავლობაში,+სანამ შვება მოვიდოდეს.+ 15  დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ,+ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება. 16  შენ ითვლი ჩემს ნაბიჯებს+და ჩემი ცოდვის მეტს არაფერს ეძებ.+ 17  ჩემი ურჩობა ჩანთაშია დალუქული,+შენ წაუსვი წებო ჩემს დანაშაულს. 18  მთა დაეცემა და დაიშლება,კლდეც კი დაიძვრება თავისი ადგილიდან. 19  წყალი ქვასაც კი ცვეთსდა ნიაღვარი მიწის მტვერს ჩამორეცხავს.შენც ასე ანადგურებ მოკვდავი კაცის იმედს. 20  შენ სამუდამოდ ჯაბნი მას და ისიც ქრება.+სახეს უმახინჯებ და იშორებ. 21  მის ვაჟებს პატივს მიაგებენ, მაგრამ მან ეს არ იცის.+ისინი უმნიშვნელოები ხდებიან, მაგრამ ის არ ფიქრობს მათზე. 22  სანამ ხორცი აქვს, ეტკიება,და სანამ სული უდგას, იგლოვებს“.

სქოლიოები

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.
გამოთქმა „მონური სამუშაო“ გამოიყენება სიკვდილის მონობის სიმბოლოდ.