იობი 15:1—35

15  მიუგო თემანელმა ელიფაზმა:   „განა ბრძენი კაცი პასუხად ამაო ცოდნას+ გამოიყენებსან აივსებს მუცელს აღმოსავლეთის ქარით?+   მარტო სიტყვით მხილება უსარგებლოადა მარტო ლაპარაკი — ფუჭი.   შენ ღვთის შიშს ძალას უკარგავდა ღმერთზე დაფიქრებას არაფრად აგდებ.   შენი დანაშაული შენსავე ბაგეებს წვრთნისდა ცბიერთა ენას ირჩევ.   მე კი არა, შენი პირი გამხელს ბოროტებაშიდა შენი ბაგეები პასუხობს შენსავე წინააღმდეგ.+   განა შენ დაიბადე პირველი?!+თუ გორებამდე+ გაჩნდი მშობიარობის ტკივილებით?!   განა უსმენ ღვთის საიდუმლო საუბარს+და განა სიბრძნე შენით შემოიფარგლება?!   რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით?+რა გესმის ისეთი, რაც ჩვენ არ გვესმის? 10  ჭაღარათმიანებიც ჩვენა ვართ და მოხუცებიც,+მამაშენზე ხნიერები. 11  განა საკმარისი არ არის შენთვის ნუგეშისცემა ღვთისგანან რბილად ნათქვამი სიტყვა? 12  რამ გაგადიდგულადა რას აბრიალებ თვალებს? 13  ღვთის წინააღმდეგ მიგიბრუნებია სულიდა უშვებ სიტყვებს პირიდან. 14  ვინ არის მოკვდავი კაცი, სუფთა რომ იყოს,+ან ქალის შობილი ვინ იქნება მართალი? 15  აი, არ ენდობა ის თავის წმინდებს+და ზეცაც არ არის სუფთა მის თვალში.+ 16  მით უმეტეს, როცა ვინმე საძულველი და გახრწნილია,+კაცი, რომელიც წყალივით სვამს უმართლობას. 17  მე გეტყვი და მომისმინე!+რაც მინახავს, იმას მოგიყვები, 18  ბრძენთა ნათქვამს,+რაც მამებისგან მოუსმენიათ და არ დაუმალავთ. 19  მხოლოდ მათ მიეცათ მიწადა უცხოს არ გაუვლია მათ შორის. 20  ბოროტი მთელი თავისი დღე და მოსწრება იტანჯება,სასტიკი კაცისთვის შემონახული წლების განმავლობაში. 21  საშინელებათა ხმა ესმის,მშვიდობის დროს კი მძარცველი ესხმის თავს.+ 22  მას არ სჯერა, რომ ის სიბნელიდან გამოვა;+მახვილისთვის არის შემონახული. 23  ლუკმაპურის საშოვნელად დახეტიალებს, მაგრამ სად არის?+კარგად იცის, რომ შავი დღე+ შერჩება ხელში. 24  გასაჭირი და ტანჯვა აძრწუნებს მას.+ისინი ისევე სჯაბნიან მას, როგორც თავდასხმისთვის გამზადებული მეფე, 25  რადგან ღვთის წინააღმდეგ სწევს ხელსდა ცდილობს, ყოვლისშემძლეზე ძლიერად აჩვენოს თავი.+ 26  ქედმოუდრეკლად ისწრაფვის მის წინააღმდეგსქელკოპიანი ფარებით, 27  სახეს ქონით იფარავსდა ფერდებს ისუქებს.+ 28  გასაპარტახებლად გამზადებულ ქალაქებში ცხოვრობს;ისეთ სახლებში, სადაც ხალხი არ იცხოვრებს,რაც მხოლოდ ქვების გროვებად ქცევისთვის არის განწირული. 29  ვერ გამდიდრდება და სიმდიდრეს ვერ დაიგროვებს,ვერც მათ შენაძენს განავრცობს დედამიწაზე.+ 30  ვერ გაექცევა სიბნელეს,ალი გამოაშრობს მის რტოსდა გაქრება, როცა ის სულს შეუბერავს.+ 31  ნუ ენდობა არარაობას გზასაცდენილი,რადგან სანაცვლოდ მხოლოდ არარაობას მიიღებს. 32  ეს მისი დღის დადგომამდე შესრულდება.არ აყვავდება მისი ყლორტი.+ 33  ვაზივით იშორებს დაუმწიფებელ ყურძენსდა ზეთისხილივით იცლის ყვავილებს, 34  რადგან უნაყოფოა განდგომილთა კრებული+და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეების კარვებს.+ 35  იქ ისახება უბედურება და იქ იშობა სიავე,+და მათი მუცელი მზაკვრობას ამზადებს“.

სქოლიოები