იობი 16:1—22

16  მიუგო იობმა:   „ბევრი ასეთი რამ გამიგია.ყველანი ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ!+   ექნება დასასრული ფუჭ სიტყვებს?+რამ გაგამწარათ, ასე რომ მპასუხობთ?   მეც ვილაპარაკებდი თქვენნაირად.თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით,განა დაგიპირისპირდებოდით მჭევრმეტყველებით+და დავიწყებდი თავის ქნევას თქვენ წინააღმდეგ?+   ჩემი პირი სიტყვებით განგამტკიცებდათ+და ჩემი ბაგეები ნუგეშით შეაჩერებდა. . .   ვლაპარაკობ და ტკივილი არ მიყუჩდება+და რომ გავჩერდე, გამიქრება?   დამქანცა მან+და ყველა ჩემთან შეკრებილი დააქცია.   შენ შემიპყარი კიდეც, რასაც მოწმობს ის,+რომ ჩემი სიმჭლევე ჩემ წინააღმდეგაა და ამოწმებს ჩემ წინაშე.   მისი რისხვა მფლეთს და მემტერება იგი.+კბილებს მიღრჭიალებს.+მტერი ჩემზე ილესავს თვალებს.+ 10  ფართოდ დაუღიათ პირი+და შეურაცხყოფის მოსაყენებლად სახეში მირტყამენ.ბევრი შეიყარა ჩემ წინააღმდეგ.+ 11  ღმერთმა პატარა ბიჭებს გადამცა ხელთდა ბოროტთა ხელში ჩამაგდო.+ 12  უზრუნველად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მარყევს იგი,+კისერში ჩამავლო ხელი და მამტვრევს,თავის სამიზნედ მხდის. 13  მისი მშვილდოსნები+ გარს შემომერტყნენ.დამიხეთქა თირკმელები+ და არ ვებრალები,მიწაზე დამიცალა ნაღვლის ბუშტი. 14  ნაწილ-ნაწილ მანგრევს,ღონიერი კაცივით მესხმის თავს.+ 15  ჯვალო+ შევიკერე სხეულის დასაფარავადდა ჩემი დიდება* მტვერში გავხვიე.+ 16  ტირილისგან+ სახე გამიწითლდადა ქუთუთოებზე უკუნეთი ჩამომაწვა,+ 17  თუმცა ჩემს ხელს ძალადობა არ გაჰკარებიადა ჩემი ლოცვა სუფთაა.+ 18  მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს+და ნუ პოვებს მოსასვენებელს ჩემი მოთქმა! 19  ახლა ზეცაში მყავს დამმოწმებელიდა ჩემი მოწმე მაღლაა.+ 20  ჩემი მეგობრები ჩემ წინააღმდეგ შუამავლობენ.+ძილგამკრთალი შეჰყურებს ღმერთს ჩემი თვალი.+ 21  უნდა გადაწყდეს საქმე ღმერთსა და კაცს შორის,ისევე როგორც კაცის ძესა და მის მოძმეს შორის წყდება.+ 22  კიდევ რამდენიმე წელიცდა იმ გზით წავალ, რომლითაც აღარ დავბრუნდები“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — რქა.