იობი 17:1—16
17 «გამიტყდა სული*+ და გაილია ჩემი დღეები;მზადაა საფლავი ჩემთვის.+
2 დამცინიან+და მათ ურჩობას უმზერს ჩემი თვალი.
3 თავდებად დამიდექი.+სხვა ვინ დამკრავს ხელს ხელზე+ პირობის ნიშნად?
4 ვინაიდან შენ დაუხშე გული, რომ გონიერება არ ჰქონოდათ;+ამიტომაც არ განადიდებ მათ.
5 ის შეიძლება მეგობრებს ეუბნება, რომ შეეზიარონ,მაგრამ მის ვაჟებს თვალები უბნელდებათ.+
6 ხალხის სალაპარაკო გამხადა,+სახეში რომ ეფურთხებინათ ჩემთვის.+
7 სიმწრისგან თვალთ მაკლდება+და აჩრდილს ემსგავსება ჩემი სხეულის ნაწილები.
8 მართალი ხალხი განცვიფრებული შეჰყურებს ამას;უდანაშაულოც კი აღშფოთდება განდგომილზე.
9 მართალი მყარად დგას თავის გზაზე,+და სუფთა ხელის+ მქონე ძლიერდება.+
10 მიდით, განაგრძეთ,მაინც ვერ ვპოვე ბრძენი თქვენ შორის.+
11 ჩაიარა ჩემმა დღეებმა+ და ჩამეშალა გეგმები+და გულის საწადელი.
12 დღეს ღამედ აქცევენ,+ ამბობენ:„ახლოა ნათელი ბნელთან“.
13 თუ დავიცდი, სახლად სამარე* მექნება;+სიბნელეში+ გავიშლი საწოლს.
14 ორმოს+ შევძახებ: „მამა ხარ ჩემი!“მატლს+ კი: „დედა და და ხარ ჩემი!“
15 მაშ სადღაა ჩემი იმედი+და ჩემს იმედს ვინ იხილავს?
16 სამარის ურდულებთან მივლენ,როცა ჩვენ ყველანი მიწაში ჩავალთ».+