იობი 18:1—21
18 მიუგო შუახელმა ბილდადმა:
2 „ხალხო*, როდისღა მორჩებით ლაპარაკს?უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ გვალაპარაკოთ.
3 რატომ უნდა ვიყოთ ცხოველები+და უწმინდურები თქვენს თვალში?
4 ის რისხვით იფლეთს სულს*.განა გაუკაცრიელდება დედამიწა შენ გამოან დაიძვრება კლდე ადგილიდან?
5 ბოროტთა სინათლეც ჩაქრება+და აღარ იელვებს მისი ნაპერწკალი.
6 სინათლეს ბნელი მოიცავს მის კარავში+და ლამპარი ჩაუქრება.
7 მისი მძლავრი ნაბიჯები დამოკლდება.მისივე რჩევა დაამხობს მას,+
8 ვინაიდან უეჭველად გაებმება ბადეში ფეხითდა ხლართებზე ივლის.+
9 ხაფანგი ქუსლით დაიჭერს+და მახეში+ იქნება გაბმული.
10 მიწაზე თოკია მისთვის დამალულიდა მის ბილიკზე ხაფანგია დაგებული.
11 ყოველი მხრიდან უეცარი შიში აფრთხობს+და ფეხდაფეხ მისდევს.
12 ძალა ეცლებადა უბედურება+ მის წასაფორხილებლად არის ჩასაფრებული.
13 ის კანს შემოაჭამს,სიკვდილის პირმშო კი — კიდურებს.
14 მისი კარვიდან იმედი გაქრება+და საშინელებათა მეფეს მიჰგვრის მას.
15 მის კარავში დამკვიდრდება ის, რაც მისი არ არის.გოგირდი+ იქნება მიმობნეული მის კერაზე.
16 ძირში ფესვები გაუხმება+და მაღლა ტოტები ჩამოუხმება.
17 გაქრება მიწიდან მისი სახსენებელი+და ქუჩაში აღარ გაისმება მისი სახელი.
18 სინათლიდან სიბნელეში გააგდებენდა ნაყოფიერი მიწიდან განდევნიან.
19 არც შთამომავლობა ეყოლება და არც მოდგმა;+ვერავინ გადარჩება მისი ხიზნობის ადგილას.
20 იმ დღეს დასავლეთის ხალხი განცვიფრებული დაიწყებს ყურებასდა აღმოსავლეთის ხალხს კანკალი შეიპყრობს.
21 ასეთია დამნაშავის კარავიდა მისი კერა, ვინც არ იცნობს ღმერთს!“
სქოლიოები
^ როგორც ჩანს, იგულისხმება იობი და მისნაირ მდგომარეობაში მყოფი ხალხი ან ისინი, ვინც მას თანაუგრძნობდა.
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.