იობი 19:1—29

19  მიუგო იობმა:  «როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს+და მმუსრავდეთ სიტყვით?+  ათჯერ გამკიცხეთდა არა გრცხვენიათ, ასე დაუნდობლად რომ მექცევით.+  თუ შეცდომა დავუშვი,+ეს ჩემი შეცდომაა.  ჩემთან რომ მედიდურობთ+და ირწმუნებით, დამცირება სამართლიანად დაიმსახურეო,+  იცოდეთ, რომ ღმერთმა შემიყვანა შეცდომაშიდა საჭერი ბადე შემომარტყა გარს.+  აი ვღაღადებ, ძალადობაა-მეთქი! მაგრამ არავინ მპასუხობს.+შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.+  გზა ქვის კედლით ჩამიკეტა+ და ვეღარ გადავდივარ;სიბნელე დაასადგურა ჩემს სავალზე.+  დიდება შემომაძარცვა+და თავიდან გვირგვინი მომხსნა. 10  ყველანაირად მაჩოქებს, წასულია ჩემი საქმე.ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს. 11  ჩემზეა ანთებული მისი რისხვა+და მტრად მთვლის. 12  მწყობრად მოდის მისი რაზმი და გზას აღმართავენ ჩემკენ.+ჩემი კარვის ირგვლივ დაბანაკდნენ. 13  ჩემს ძმებს დამაცილა+და ვინც მიცნობდა, ზურგი მაქცია. 14  აღარა მყავს ახლობლები+და ნაცნობებმა დამივიწყეს. 15  ჩემს სახლს შემოხიზნულებსა+ და ჩემს მხევლებს ვეუცხოები,უცხოელივით გავხდი მათ თვალში. 16  ვეძახი ჩემს მონას, მაგრამ არ მპასუხობს;ჩემი პირით ვევედრები, რომ შემიბრალოს. 17  ჩემმა ცოლმა ჩემი ამოსუნთქვა შეიზიზღა+და დედაჩემის მუცლიდან გამოსულმა ვაჟებმა შეიძულეს ჩემი სუნი. 18  ყმაწვილებმაც უარმყვეს;+წამოვიწევი და აუგს ამბობენ ჩემზე. 19  ყველა ჩემმა ახლობელმა შემიძულა+და ვინც მიყვარდა, ჩემ წინააღმდეგ წავიდა.+ 20  ჩემი ძვლები კანსა და ხორცს მიეწება+და ძლივსღა ვცოცხლობ*. 21  შემიბრალეთ, მეგობრებო, შემიბრალეთ,+ღვთის ხელი შემეხო.+ 22  თქვენ რატომღა მდევნით, როგორც ღმერთი მდევნის?+განა არ კმარა თქვენთვის ჩემი ხორცი? 23  ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები!ნეტავ ჩაიწერებოდეს ისინი წიგნში! 24  ნეტავ სამუდამოდ ამოიტვიფრებოდესკლდეში საჭრისითა+ და ტყვიით! 25  კარგად ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი,+ის ჩემ შემდეგ მოვა და მიწაზე აღსდგება.+ 26  კანი რომ შემომეცლება, ასე მოხდება!თუმცა გაძვალტყავებული მაინც ვიხილავ ღმერთს. 27  მე თვითონ ვიხილავ მას.+ჩემი თვალი იხილავს მას, და არა სხვისი.გამიჩერდა თირკმელები, 28  თქვენ კი ამბობთ: „რატომ ვდევნით?“+როცა მთავარი მიზეზი ჩემშია. 29  შეუშინდით მახვილს,+რადგან მახვილი დანაშაულის წინააღმდეგ არის მიმართული,რათა იცოდეთ, რომ არის მოსამართლე».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — კბილის ნუნით გადავრჩი.