იობი 2:1—13
2 ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები* იეჰოვას წინაშე წარდგნენ, სატანაც* მივიდა და დადგა მათ შორის იეჰოვას წინაშე.+
2 ჰკითხა იეჰოვამ სატანას: „საიდან მოდიხარ?“ სატანამ მიუგო იეჰოვას: „ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.+
3 იეჰოვამ უთხრა სატანას: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი?+ არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი,+ ღვთისმოშიში+ კაცია და ბოროტებისგან შორს დგას.+ ის კვლავაც უმწიკვლოა,+ შენ კი მაქეზებ,+ რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“.+
4 სატანამ+ მიუგო იეჰოვას: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის* სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი.+
5 აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“.+
6 იეჰოვამ უთხრა სატანას: „აი, შენს ხელშია იგი. ოღონდ მის სიცოცხლეს* გაუფრთხილდი!“
7 წავიდა სატანა იეჰოვასგან+ და თავიდან ფეხებამდე დააწყლულა+ იობი.
8 აიღო იობმა თიხის ჭურჭლის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.+
9 ბოლოს ცოლმა უთხრა: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები?+ დასწყევლე ღმერთი და მოკვდი!“
10 მან მიუგო: „რა უგუნური+ ქალივით ლაპარაკობ! მარტო კარგი უნდა მივიღოთ ჭეშმარიტი ღვთისგან და ცუდი — არა?“+ ყოველივეს მიუხედავად სიტყვითაც კი არ შეუცოდავს+ იობს.
11 გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა იმ უბედურების შესახებ, რაც მას დაატყდა თავს. წამოვიდნენ თავ-თავიანთი სახლებიდან თემანელი ელიფაზი,+ შუახელი ბილდადი+ და ნაამათელი ცოფარი,+ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც დათქმული ჰქონდათ,+ რათა მისულიყვნენ, თანაეგრძნოთ და ენუგეშებინათ იგი.+
12 ჯერ კიდევ შორიდან დაინახეს, მაგრამ ვერ იცნეს. ხმამაღლა დაიწყეს ტირილი, შემოიხიეს+ მოსასხამები და თავზე მტვერს იყრიდნენ.+
13 მასთან ერთად ისხდნენ+ მიწაზე შვიდ დღე-ღამეს და ერთი სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დიდ ტკივილს+ განიცდიდა.
სქოლიოები
^ ანუ ანგელოზები.
^ იხილეთ 1:6-ის სქოლიო სიტყვა სატანასთან.
^ სიტყვასიტყვით — სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.