იობი 20:1—29

20  მიუგო ნაამათელმა ცოფარმა:   „ამიტომ მპასუხობს მშფოთვარე ფიქრები,შინაგანად აღელვებული ვარ.   შეურაცხმყოფელი შეგონება მესმისდა სული მპასუხობს გაგების უნარის გარეშე, რომელიც მე მაქვს.   ოდითგანვე იცი,რომ დედამიწაზე ადამიანის გაჩენის შემდეგ+   ბოროტი ხალხის ყიჟინი ხანმოკლეა+და განდგომილის სიხარული — დროებითი?   თუმცა ზეცას აღწევს მისი დიდება+და ღრუბლებს სწვდება თავით,   სამუდამოდ ქრება თავისივე განავალივით;+მისი მნახველები იკითხავენ, სად არისო.+   სიზმარივით გაფრინდება და ვეღარ იპოვიან,და ღამის ხილვასავით განიდევნება.+   თვალი, რომელიც მას ხედავდა, ვეღარ დაინახავს+და ვეღარც თავისი კერა იხილავს მას.+ 10  მისი ვაჟები მდაბიო ხალხს სთხოვენ წყალობასდა საკუთარი ხელით დააბრუნებს ძვირფასეულობას.+ 11  მისი ძვლები ახალგაზრდული ჯან-ღონით იყო სავსე,მაგრამ მასთან ერთად ჩაესვენება მიწაში.+ 12  თუ ცუდი ეტკბილება პირშიდა ენის ქვეშ დაიდნობს, 13  თუ დაენანება, არ მიატოვებსდა სასაზე გაიჩერებს, 14  საჭმელი ნაწლავებშივე გარდაექმნებადა კობრას გესლად გადაიქცევა მასში. 15  შთანთქმულ სიმდიდრეს უკანვე ამოანთხევს;ღმერთი ამოართმევს მუცლიდან. 16  კობრას შხამს მოწოვსდა გველგესლას ენა მოკლავს.+ 17  ვეღარასოდეს იხილავს წყლის ნაკადებს,+თაფლისა და კარაქის ნიაღვრებს. 18  შეძენილ ქონებას უკან დააბრუნებს და ვეღარ შთანთქავს,როგორც ნავაჭრ სიმდიდრეს, რომლითაც ვერ გაიხარებს.+ 19  ვინაიდან შემუსრა და მიაგდო მდაბიოები,დაეპატრონა სახლს, რომელიც მას არ აუშენებია.+ 20  აღარ ექნება შინაგანი სიმშვიდედა ძვირფასეულობით ვერ იხსნის თავს.+ 21  აღარაფერი დარჩა შესაჭმელად;ამიტომაც დიდხანს ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა. 22  სიუხვის მწვერვალს რომ მიაღწევს, შეწუხებული იქნება.+მთელი ძალით დაატყდება თავს უბედურება. 23  ასეც მოხდეს. მუცლის ამოსავსებადმას თავის მგზნებარე რისხვას გაუგზავნის+და ნაწლავებში აწვიმებს. 24  რკინის იარაღს გაექცევა,+მაგრამ სპილენძის მშვილდი გააპობს. 25  შუბი გაუვლის ზურგშიდა ელვარე იარაღი — ნაღველში;+საშინელებები დაატყდება თავს.+ 26  სიბნელე იქნება მისი განძისთვის შემონახული;აუბრიალებელი ცეცხლი შთანთქავს მას.+ მის კარავში დარჩენილს კი ცუდად წაუვა საქმე. 27  ზეცა გამოაჩენს მის დანაშაულს+ და მიწა აღსდგება მის წინააღმდეგ. 28  თავსხმა წაულეკავს სახლს და მისი რისხვის დღეს ბევრი რამ გადმოიღვრება.+ 29  ღვთისგან ეს ხვდება წილად ბოროტეულს,+ ეს არის მისი კუთვნილი მემკვიდრეობა ღვთისგან“.

სქოლიოები