იობი 21:1—34
21 მიუგო იობმა:
2 «კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვადა ეს იყოს თქვენი ნუგეშისცემა.
3 დამაცადეთ ლაპარაკიდა სათქმელს რომ ვიტყვი, მერე დამცინეთ სათითაოდ.+
4 განა ვეუბნები ადამიანს ჩემს საწუხარს?რატომ ითმენს ჩემი სული?
5 ჩემკენ მოაბრუნეთ სახე, მომაჩერდითდა პირზე ხელი აიფარეთ.+
6 ამის გაფიქრებაც კი მზარავსდა სხეული მიცახცახებს.
7 რატომ ცოცხლობენ ბოროტები,+აღწევენ ხანდაზმულობას და მეტისმეტადაც მდიდრდებიან?+
8 მათი შთამომავლობა განმტკიცებულია მათ გვერდითდა მათი მოდგმა — მათ თვალწინ.
9 მშვიდობაა მათ სახლებში, შიში არ ეკარებათ+და არც ღვთის კვერთხია მოღერებული მათზე.
10 მისი ბუღა ამაკებს და თესლს ტყუილად არა ღვრის;მისი ძროხა იგებს+ და არ ბერწდება.
11 უშვებენ თავიანთ ყმაწვილებს, როგორც ფარას,და მათი ვაჟები დაკუნტრუშებენ.
12 ხმამაღლა მღერიან დაირისა და ქნარის ხმაზე,+სტვირი უკრავს და ისინიც მხიარულობენ.
13 დღეებს კარგად ატარებენ+და მყისვე ჩადიან სამარეში*.
14 ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებიან: „მოგვშორდი!+არ გვანიჭებს სიხარულს შენი გზების ცოდნა.+
15 ვინ არის ყოვლისშემძლე, რომ მას ვემსახუროთ?+რას გვარგებს მასთან ურთიერთობა?“+
16 მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის.+ბოროტთა რჩევა შორს არის ჩემგან.+
17 რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტთა ლამპარი+და რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება?რამდენჯერ არგუნა განადგურება თავისი რისხვით?+
18 განა ემსგავსებიან ბზეს ქარში+ან ნამჯას, ქარიშხლის მოტაცებულს?
19 ღმერთი ადამიანის სიავეს მისივე შვილებს შეუნახავს.+მიაგებს მას, რომ შეიგნოს.+
20 საკუთარი თვალით დაინახავს თავის დაცემასდა ყოვლისშემძლის რისხვას შესვამს.+
21 როგორღა გაიხარებს თავისი სახლით,როცა მისი თვეთა რიცხვი ორჯერ შემცირდება?+
22 განა ღმერთსაც ასწავლის სიბრძნეს,+როცა ის თვითონ ასამართლებს დიდებულებს?!+
23 თავისი სრული კეთილდღეობის დროს მოკვდება,+როცა უზრუნველად და უდარდელად იქნება,
24 როცა ქონით გაევსება ბარძაყებიდა ჯერ კიდევ ნედლი ექნება ძვლის ტვინი.
25 სხვა კი სულგამწარებული მოკვდება,როცა კარგი არაფერი უგემია.+
26 ერთად ჩაწვებიან მიწაში+და მატლები დაეხვევიან.+
27 ვიცი თქვენი ფიქრებიდა ზრახვები, გინდათ, ჩემდამი ძალადობა გამოავლინოთ.+
28 ვინაიდან ამბობთ: „სად არის წარჩინებულის სახლიდა სად არის ბოროტმოქმედთა კარვები?“+
29 არ გიკითხავთ მოგზაურთათვისდა არ უკვირდებით მათ ნათქვამს,
30 რომ უბედურების დღეს დაცულია ბოროტი+და დახსნილია რისხვის დღეს?
31 ვინ ეტყვის მას პირში მისი გზების შესახებ+და ვინ მიაგებს მას ნამოქმედარის მიხედვით?+
32 საფლავში ჩაიტანენ+და სამარხს დარაჯს დაუყენებენ.
33 ეტკბილება მიწის ბელტები+და თან წაიყოლებს ადამიანთა მოდგმას;+მის წინ მყოფთ კი სათვალავი არ ჰქონდათ.
34 რა ამაოდ ცდილობთ ჩემს ნუგეშისცემას,+მცდარია თქვენი პასუხები!»
სქოლიოები
^ იხილეთ 7:9-ის სქოლიო.