იობი 22:1—30
22 მიუგო თემანელმა ელიფაზმა:
2 «რას არგებს ღმერთს კაცი+ან რას არგებს მას წვდომის უნარის მქონე?
3 განა განიცდის ყოვლისშემძლე რაიმე კმაყოფილებას შენი სიმართლით,+ან რა გამორჩენა აქვს, თუ უმწიკვლოდ დადიხარ?+
4 განა შეგაგონებს შენი ღვთისმოშიშების გამოდა წარდგება შენ გვერდით სასამართლოზე?+
5 განა უკვე არ აჭარბებს შენი ცუდი საქმეები?+აღარ ექნება შენს დანაშაულს ბოლო?
6 უმიზეზოდ ართმევ გირაოს შენს ძმებს+და ტანსაცმელს ხდი შიშველ-ტიტვლებს.
7 დაღლილს წყალს არ ასმევდა მშიერს პურს უკავებ.+
8 ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა+და ვისაც მიკერძოებით ექცევიან, ის მკვიდრობს მასზე.
9 ქვრივებს ხელცარიელს აგზავნიდა უმამო ბავშვებს მკლავებში ძალა აქვთ გამოცლილი.+
10 ამიტომაც გაქვს ირგვლივ კაკანათები დაგებული+და უეცარი შიში გაძრწუნებს.
11 ამიტომაც არის სიბნელე, რომ ვერ ხედავდე,და წყლის დიდი ნიაღვარი გფარავს.
12 განა ღმერთი მაღლა ცაში არ არის?+ვარსკვლავების სიმრავლესაც+ შეხედე მაღლა.
13 მაგრამ მაინც ამბობ: „ღმერთმა რა იცის?!შეუძლია მას შავი ღრუბლიდან გასამართლება?
14 ღრუბლები აქვს საფრად, რომ ვერ ხედავდეს,და ცის კამარაზე მიმოდის“.
15 კვლავ იდგები ძველ გზაზე,რომელიც სიავის მქმნელთა გათელილია,
16 მათი, რომლებიც დროზე ადრე მოიტაცეს,+რომელთა საძირკველიც+ წყალივით გადაიღვარა
17 და რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებიან, მოგვშორდი!+რას გახდება ჩვენთან ყოვლისშემძლეო?
18 მაგრამ მან მაინც დოვლათით აუვსო მათ სახლები;+მე კი ბოროტთა რჩევა მომაშორა.+
19 მართლები დაინახავენ და გაიხარებენ,+უმწიკვლოებიც იცინებენ მათზე:
20 „ამოწყდნენ ჩვენი მოწინააღმდეგენიდა ვინც ამოსაწყვეტი დარჩა, ცეცხლი შეჭამს“.
21 დაუახლოვდი მას, შეინარჩუნე მშვიდობადა სიკეთე გეწევა.
22 მიიღე მისი ბაგის კანონიდა გულში ჩაიდე მისი ნათქვამი.+
23 თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს,+ აშენდები.თუ მოაშორებ უმართლობას შენს კარავს,
24 თუ ძვირფას მადანს მიწაში ჩადებდა ოფირის ოქროს+ — ხევის ლოდებში,
25 მაშინ ყოვლისშემძლეც ძვირფასი მადანივითდა საუკეთესო ვერცხლივით იქნება შენთვის.+
26 მაშინ პოვებ ნეტარებას+და ღვთისკენ მიაპყრობ სახეს.+
27 შეევედრები და ის მოგისმენს,+და შეასრულებ შენს აღთქმებს.+
28 რასაც გადაწყვეტ, შეგისრულდება,და შენს გზებს სინათლე გაანათებს.+
29 დამდაბლდები, როცა ქედმაღლურად ილაპარაკებ,+მაგრამ თავდახრილს ის იხსნის.+
30 უმწიკვლოს გადაარჩენს+და დახსნილი იქნები შენი სუფთა ხელის გამო».+