იობი 23:1—17
23 მიუგო იობმა:
2 „ჩემი საწუხარი+ დღესაც კი ურჩობაა,ოხვრით მაქვს დამძიმებული ხელი.
3 ნეტავ ვიცოდე, სად ვიპოვო ის!+პირდაპირ მის სამყოფელთან მივიდოდი.+
4 სასამართლო საქმეს წარვუდგენდი მასდა პასუხებით ავივსებდი ბაგეებს.
5 გავიგებდი იმ სიტყვებს, რითაც მიპასუხებდა,და დავუფიქრდებოდი მის ნათქვამს.+
6 დამიპირისპირდებოდა თავისი უსაზღვრო ძლიერებით?არა! ნამდვილად მომისმენდა.+
7 მართალი მოაგვარებდა მასთან საქმესდა ჩემი მოსამართლისგან თავს დავიხსნიდი.
8 აღმოსავლეთით მივდივარ, მაგრამ ის იქ არ არის.უკან ვბრუნდები და ვერ ვამჩნევ მას.+
9 მარცხნივ მივდივარ, სადაც მოქმედებს, მაგრამ ვერ ვხედავ,მარჯვნივ ბრუნდება და მაინც ვერ ვხედავ.
10 კარგად იცის, რა გზას ვადგავარ,+თუ გამომცდის, ოქროსავით გადავდნები.+
11 მყარად მიდგას ფეხი მის კვალზე,მის გზას მივყვები და არ ვუხვევ.+
12 არ გადავდივარ მისი ბაგით ნათქვამ მცნებას.+ჩემთვის დაწესებულზე მეტად ვიცავ მისი ბაგით ნათქვამს.+
13 ერთი აზრი აქვს და ვინ შეეწინააღმდეგება?!+თავისი სულის სურვილს განახორციელებს.+
14 ჩემთვის დაწესებულს ბოლომდე შეასრულებს+და ამგვარ საქმეებს ბევრს აკეთებს.
15 ამიტომაც მაშფოთებს იგი;ყურადღებით ვარ და მეშინია მისი.+
16 სწორედ ღმერთმა დააშინა ჩემი გული+და შემაძრწუნა ყოვლისშემძლემ.+
17 ვერც სიბნელემ გამაჩუმადა ვერც წყვდიადმა, რამაც სახე დამიფარა“.