იობი 24:1—25
24 „რატომ არა აქვს ყოვლისშემძლეს დრო დანიშნული+და ვინც იცნობს მას, რატომ ვერ ხედავს მის დღეებს?+
2 არიან ისეთები, რომლებიც მიჯნას სწევენ;+ფარას იტაცებენ, რომ თვითონ მწყემსონ.
3 მიერეკებიან უმამო ბავშვთა ვირებსდა ქვრივის ხარი გირაოდ მიჰყავთ.+
4 ღარიბებს გზიდან აცდენენ,+დედამიწაზე დაჩაგრულები კი იმალებიან.
5 აი, ზებრასავით+ გადიან უდაბნოშისაჭმლის საძებრად;ხრიოკიდან იღებენ პურს თავიანთი შვილებისთვის.
6 ისინი მინდორში აგროვებენ საქონლის საკვებსდა ბოროტთა ვენახებს სწრაფად ძარცვავენ.
7 შიშვლები, უტანსაცმლოდ ათევენ ღამეს+და დასაფარებელი არაფერი აქვთ სიცივეში.+
8 მთის ქარიშხლით ილუმპებიანდა კლდეს ეკვრიან, რადგან არა აქვთ თავშესაფარი.+
9 ისინი უმამო ბავშვს მკერდიდან იტაცებენ+და რაც საწყლებს აცვიათ, გირაოდ მიაქვთ.+
10 შიშვლებს უტანსაცმლოდ მოუწევთ წასვლადა მშივრებს — ძნების ტარება.+
11 ტერასებად აშენებულ კედლებთან ატარებენ შუადღეს,ყურძენს საწნახელში წურავენ, მაგრამ მაინც სწყურიათ.+
12 ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის,სასიკვდილოდ დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ+და ღმერთიც კი არ მიიჩნევს ამას არასწორად.+
13 ისინი სინათლის წინააღმდეგ+ მოჯანყეთა შორის არიან.არ ცნეს მისი გზებიდა მის სავალზე არ დამკვიდრდნენ.
14 კაცისმკვლელი დღისით დგებადა კლავს საწყალსა და ღარიბს,+ღამით კი ჩვეულებრივი ქურდი ხდება.+
15 მრუშის თვალი+ დაბინდებას მოელის;+ამბობს, ვერავინ მომკრავს თვალსო,+და სახეს იფარავს.
16 ღამით სახლებში იჭრებიან,დღისით კი თავიანთთვის იკეტებიან;არ იციან დღის სინათლე.+
17 მათთვის დილა უკუნეთია,+რადგან იციან, რა არის უკუნეთის უეცარი საშინელება.
18 ის ჩქარა მიდის წყლის ზედაპირზე.დედამიწაზე მათი ნაკვეთი დაიწყევლება;+ვეღარ დაუბრუნდება თავისი ვენახების გზას.
19 როგორც გვალვა და სიცხე ნთქავს თოვლის წყალს,ისე სამარე* ნთქავს შემცოდველებს!+
20 დაივიწყებს მას საშვილოსნო და მატლი ტკბილად გამოწოვს.+აღარავინ გაიხსენებს მას,+უმართლობა კი ხესავით აიჩეხება.+
21 ის საქმეს იჭერს უნაყოფო ქალთან, რომელსაც შობის უნარი აქვს წართმეული,და ქვრივთან,+ რომელსაც კარგს არაფერს უკეთებს.
22 თავისი ძლიერებით წაასხამს იგი ძლიერ ხალხს;ადგება, მაგრამ სიცოცხლის იმედი არ ექნება.
23 თავდაჯერებულს გახდის მას,+ რომ თავი გაიტანოს,ის კი თავისი თვალით დააკვირდება მათ გზებს.+
24 ცოტა ხნით განდიდდებიან, მერე კი აღარ იქნებიან;+დამდაბლდებიან+ და სხვებივით ამოიძირკვებიან,თავთავებივით მოიკვეთებიან.
25 ახლა ვინღა გამომიყვანს მატყუარად?ან ვინ აქცევს არარაობად ჩემს სიტყვას?“
სქოლიოები
^ იხილეთ 7:9-ის სქოლიო.