იობი 26:1—14
26 მიუგო იობმა:
2 „როგორ დაეხმარე ძალაგამოლეულს!როგორ დაიხსენი უძლური მკლავი!+
3 რა რჩევა მიეცი სიბრძნეს მოკლებულს+და რა სიბრძნე* ასწავლე ხალხს!
4 ვის ეუბნები ამ სიტყვებსდა ვისი სუნთქვა გამოდის შენგან?
5 კანკალებენ უსიცოცხლოებიწყლებისა და მათ ბინადართა ქვეშ.+
6 გაშიშვლებულია სამარე* მის წინაშე+და მიუსაფარია ხრწნის ადგილი.
7 სიცარიელეზე განავრცო ჩრდილოეთი+და არაფერზე დაჰკიდა დედამიწა.
8 თავის ღრუბლებში ახვევს წყლებს+და ღრუბლები მათ ქვეშ არ სკდება.
9 ფარავს ტახტსღრუბლით+ და ზედ ავლებს.
10 წყლების ზედაპირს წრე შემოავლო,+სადაც სინათლეს სიბნელე ცვლის.
11 ზანზარებენ ზეცის სვეტები,მისი შერისხვით გაოგნებულები.
12 თავისი ძალით ააღელვა ზღვა+და თავისი გაგების უნარით ნაკუწებად+ აქცია მოიერიშე*.+
13 თავისი ქარით მოასწორა ზეცა+და თავისი ხელით განგმირა სრიალა გველი.+
14 აი, მისი გზების კიდეები,+მასზე ჩურჩულით გვესმის!მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“+
სქოლიოები
^ ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
^ იხილეთ 7:9-ის სქოლიო.
^ შესაძლოა ზღვაში მობინადრე უშველებელი არსება.