იობი 27:1—23

27  განაგრძო იობმა იგავებით+ ლაპარაკი:   „ცოცხალია ღმერთი,+ რომელმაც წამართვა სამართალი,+და ცოცხალია ყოვლისშემძლე, რომელმაც სული გამიმწარა,+   სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავდა ღვთის სული* მიდგას ნესტოებში,+   არ იტყვის ჩემი ბაგეები უმართლობასდა ჩემი ენა არ წარმოთქვამს სიცრუეს.   ვერ გიწოდებთ მართლებს, ხალხო!+სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!+   ჩავეჭიდე ჩემს სიმართლეს და არ დავთმობ;+არც ერთი ჩემი დღის გამო არ დამცინებს ჩემი გული.+   ყოველმხრივ ბოროტად იქცეს ჩემი მტერი,+და ჩემი მოწინააღმდეგე — ნამდვილ დამნაშავედ.   რა იმედი აქვს განდგომილს, თუ ის მოკვეთს მას,+თუ ღმერთი სულს წაართმევს?+   განა მოისმენს ღმერთი მის ღაღადს,თუ გასაჭირი დაატყდება თავს?+ 10  თუ ყოვლისშემძლეში პოვებს ნეტარებას?განა ყოველთვის მოუხმობს ღმერთს? 11  მე გასწავლით თქვენ ღვთის ხელით.არ დავმალავ იმას, რაც ყოვლისშემძლეს აქვს განზრახული.+ 12  თქვენ ხომ ყველამ ნახეთ ხილვებიდა რატომღა ისულელებთ თავს?+ 13  ასეთია ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან;+ყოვლისშემძლისგან სასტიკთა მემკვიდრეობას მიიღებენ. 14  თუ ვაჟები გაუმრავლდება, მახვილისთვის გაუმრავლდება+და მის შთამომავლობას საკმარისი საჭმელი არ ექნება. 15  მისიანი, ვინც გადარჩება, სასიკვდილო ჭირის დროს დაიმარხება,და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ.+ 16  თუ ვერცხლს მიწასავით დაახვავებსდა სამოსელს თიხასავით მოამზადებს, 17  მისი მომზადებულით მართალი შეიმოსება+და მის ვერცხლში უდანაშაულოს ექნება წილი. 18  ჩრჩილივით აიშენა სახლიდა კარავივით,+ გუშაგი რომ დგამს. 19  მდიდარი იქნება, როცა დაწვება, მაგრამ არაფერი შეუგროვდება;გაახელს თვალებს და აღარაფერი იქნება.+ 20  უეცარი შიში წყალივით შეიპყრობს მას+და ღამით ქარიშხალი მოიტაცებს. 21  წაიღებს აღმოსავლეთის ქარი+ და გაქრება იგი,თავისი ადგილიდან ახვეტს მას.+ 22  დაეძგერება და არ შეიბრალებს,+ის კი შეეცდება, გაექცეს მის ძალას.+ 23  დაცინვის ნიშნად ტაშს შემოჰკრავენ+და მისივე ადგილიდან დაუწყებენ სტვენას“.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.