იობი 28:1—28
28 «არსებობს ვერცხლის მოსაპოვებელიდა ოქროს გასაწმენდი ადგილი.+
2 რკინას მიწიდან იღებენ+და ქვიდან ადნობენ სპილენძს.
3 ბოლო მოუღო მან სიბნელეს;კიდითკიდემდე ეძებს+ქვას წყვდიადსა და უკუნ სიბნელეში.
4 გათხარა მაღარო ადამიანთა საცხოვრებლიდან შორს,+მივიწყებულ ადგილებში, ადამიანთა სავალიდან შორს.ჩაეშვა ზოგი მოკვდავი და დაკიდებულია.
5 მიწიდან აღმოცენდება საკვები,+მაგრამ მიწა შიგნიდან თითქოს ცეცხლით ამობრუნებულაო.
6 მისი ქვები საფირონის+ ადგილია;მასშია ოქროს მტვერი.
7 არც ერთმა მტაცებელმა ფრინველმა+ არ იცის ის ბილიკი,არც შავ ძერას+ მოუკრავს თვალი მისთვის;
8 ის არც დიდ მტაცებელ ცხოველებს გაუტკეპნიათ;არც ლომს გაუვლია მასზე.
9 კაჟისკენ იწვდის ხელსდა ძირფესვიანად აყირავებს მთებს.
10 კლდეებში წყალუხვი არხები გაჰყავს+და ყველანაირ ძვირფასეულობას ხედავს მისი თვალი.
11 მდინარეებს სათავეშივე ხერგავს+და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.
12 სიბრძნე კი — სად შეიძლება იპოვო?+სად არის გაგების უნარი?
13 მოკვდავმა არ იცის მისი ფასი;+ვერ იპოვი მიწაზე, სადაც ხალხი ცხოვრობს.
14 ღრმა წყალმა თქვა:„არ არის ის ჩემში“.ზღვამაც თქვა: „არ არის ის ჩემთან“.+
15 არ გაიცვლება ის სუფთა ოქროზე+და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად.
16 ვერ გადაიხდი მასში ოფირის ოქროს,+ვერც იშვიათ ონიქსს და ვერც საფირონს.
17 ვერც ოქრო შეედრება მას და ვერც მინა.ის არც ხალასი ოქროს ჭურჭელზე გაიცვლება.
18 მარჯანი+ და მთის ბროლი რა სახსენებელია,ქისა სიბრძნე კი ქისა მარგალიტზე+ ძვირფასია.
19 ვერ შეედრება მას ქუშის ტოპაზი;+ბაჯაღლო ოქროსაც კი ვერ გადაიხდი მასში.
20 სიბრძნე კი — საიდან მოდის,+და სად არის გაგების უნარი?
21 დამალულია ყველა ცოცხლის თვალთაგან;+ცის ფრინველებისთვისაც დაფარულია.
22 განადგურება და სიკვდილი ამბობენ:„ჩვენი ყურით მოვისმინეთ მისი ამბავი“.
23 მხოლოდ ღმერთს ესმის მისი გზა+და მხოლოდ მან იცის მისი ადგილი,
24 რადგან დაჰყურებს იგი დედამიწის კიდეებს+და მთელ ცისქვეშეთს ხედავს,
25 ქარს რომ წონა დაუდგინოს+და წყლებს ზომები დაუწესოს.+
26 როცა წვიმას წესი დაუდო+და მგრგვინავ საწვიმარ ღრუბელს გზა მისცა,
27 მაშინ იხილა სიბრძნე და გამოაცხადა;მოამზადა ის, გამოიკვლია
28 და ადამიანს უთხრა:„იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე,+გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას“».+