იობი 29:1—25
29 განაგრძო იობმა იგავებით ლაპარაკი:
2 «ნეტავ ისევ წარსულ მთვარისმიერ თვეებში ვცხოვრობდე,+როცა ღმერთი მმფარველობდა;+
3 როცა თავზე მანათებდა თავის ლამპარსდა მისი სინათლით დავდიოდი სიბნელეში.+
4 ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს,+როცა ჩემს კარავში ღმერთთან სიახლოვე სუფევდა;+
5 როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლისშემძლედა ჩემ გარშემო იყვნენ ჩემი მსახურები;
6 როცა კარაქში ვავლებდი ჩემს ნაბიჯებსდა კლდიდან ზეთის ნაკადები იღვრებოდა ჩემთვის;+
7 როცა ქალაქის კარიბჭესთან გავდიოდი+და მოედანზე ადგილს ვიმზადებდი.+
8 როცა ბიჭები ჩემ დანახვაზე იმალებოდნენდა მოხუცები ფეხზე დგებოდნენ.+
9 სათქმელისგან მთავრებიც თავს იკავებდნენდა პირზე ხელს იფარებდნენ.+
10 დიდებულები ხმას ვერ იღებდნენდა ენა სასაზე ეკვროდათ.+
11 ყური მისმენდა და ბედნიერად მთვლიდა,თვალი მხედავდა და მემოწმებოდა,
12 ვინაიდან ვიხსნიდი დაჩაგრულს, რომელიც შველას ითხოვდა,+უმამო ბავშვსა და ყველა უმწეოს.+
13 დასაღუპავად განწირულის კურთხევა+ მე მეძლეოდადა ქვრივს გულს ვუხარებდი.+
14 სიმართლით ვიმოსებოდი, ის კი მე მმოსავდა.+ჩემი სამართალი მოსასხამივითა და თავსაბურავივით იყო.
15 ბრმისთვის თვალი ვიყავი+და კოჭლისთვის — ფეხი;
16 ღარიბებისთვის ნამდვილი მამა ვიყავი+და უცნობის სასამართლო საქმესაც ვარჩევდი.+
17 დამნაშავეს ყბებს ვუმტვრევდი+და კბილებიდან ვგლეჯდი მსხვერპლს.
18 ვამბობდი: „ჩემს სამყოფელში მოვკვდები+და დღეებს ქვიშასავით გავიმრავლებ.+
19 ჩემი ფესვი წყლამდეა გადგმული+და ნამი დევს ღამით ჩემს ტოტზე.
20 არ ჭკნება ჩემი დიდებადა ჩემი ხელი კვლავაც გაისვრის მშვილდს“.
21 მე მისმენდნენ ისინი და მე მელოდნენ;როცა რჩევას ვაძლევდი, ჩუმად იყვნენ.+
22 ჩემი სიტყვის მერე აღარაფერს ამბობდნენდა ცვარად ედებოდა მათ ჩემი სიტყვა;+
23 წვიმასავით მელოდნენ+და ფართოდ უღებდნენ პირს გაზაფხულის წვიმას.+
24 გავუღიმებდი და არ სჯეროდათ,არ იშორებდნენ ჩემი სახის ნათელს.+
25 გზას ვურჩევდი მათ და თავკაცად ვიჯექი;ისე ვცხოვრობდი, როგორც მეფე თავის ჯარს შორის,+და მგლოვიარეებს ნუგეშისმცემლად ვყავდი».+