იობი 3:1—26
3 ამის შემდეგ გახსნა იობმა ბაგე, დასწყევლა თავისი დღე+
2 და თქვა:
3 „ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე,+და ის ღამე, როცა თქვეს, ვაჟკაცი ჩაისახაო!
4 დაბნელდეს ის დღე.ნუ მოხედავს მას ღმერთი მაღლიდანდა ნურც განათდება.
5 დაუბრუნდეს სიბნელესა და უკუნეთს.წვიმის ღრუბელმა გადაფაროს იგი.თავზარი დასცეს იმან, რაც დღეს აბნელებს.+
6 ის ღამე უკუნეთმა შეიპყროს,+არ გაიხაროს წელიწადის დღეებს შორისდა არ შევიდეს მთვარისმიერი თვეების რიცხვში.
7 უნაყოფოდ იქცეს ის ღამედა არ გაისმას მხიარული შეძახილი.+
8 დასწყევლონ ის დღის მაწყევრებმა,მათ, ვისაც ლევიათანის*+ გაღვიძება შეუძლია.
9 დაბნელდეს მისი ბინდის ვარსკვლავებიდა ელოდოს სინათლეს, რომელიც არ მოვა.არ იხილოს განთიადის ნათელი.
10 ვინაიდან არ დაუხშო დედაჩემს საშვილოსნოს კარი,+რათა დაემალა გასაჭირი ჩემს თვალთაგან.
11 რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი?+რატომ მუცლიდან გამოსვლისთანავე არ გავთავდი?
12 რატომ მიმიღეს მუხლებმაანდა ძუძუმ,+ რომელსაც ვწოვდი?
13 ახლა ხომ ვიწვებოდი და მშვიდად ვიქნებოდი,+მეძინებოდა და მოვისვენებდი+
14 დედამიწის მეფეებთან და მრჩევლებთან ერთად,+რომელთა აშენებულიც პარტახდება,+
15 ან ოქროს მფლობელ მთავრებთანდა ვერცხლით სახლის ამავსებლებთან.
16 რატომ არ მოვწყდი მუცელს+ ფარულადიმ ჩვილებივით, რომელთაც სინათლე არ უნახავთ?+
17 სადაც ბოროტებმა შეწყვიტეს მრისხანება,+და სადაც ძალაგამოლეულნი განისვენებენ;+
18 სადაც პატიმრები უზრუნველად არიან,არ ესმით მეთვალყურის ხმა, რომელსაც სამუშაოდ მიჰყავს ისინი;+
19 სადაც დიდი და პატარა თანასწორნი არიან,+და სადაც მონა თავისუფალია ბატონისგან.
20 რატომ აძლევს ის სინათლეს შეწუხებულს,და სულგამწარებულს+ — სიცოცხლეს?
21 რატომ არ კვდებიან სიკვდილს მონატრებულები,+თუმცა დამალულ განძზე მეტად ეძებენ მას?
22 სიხარულით აღტაცებულებიხარობენ, რადგან იპოვეს დასამარხი ადგილი.
23 რატომ აძლევს ის სინათლეს ვაჟკაცს, რომლის გზაც არა ჩანს,+და რომელსაც ღმერთი ზღუდავს?+
24 ვინაიდან ჩემს პურს ჩემი ოხვრა უსწრებს წინ+და ჩემი ღრიალი წყლების ღრიალსა ჰგავს.+
25 საშინელება დამატყდა თავს, ის, რაც მაშინებდა.შემემთხვა ის, რაც მზარავდა.+
26 არ ვყოფილვარ უზრუნველად და მშვიდად,მოსვენება არ მინახავს, და მაინც რისხვა მატყდება თავს“.
სქოლიოები
^ სეპტუაგინტის მიხედვით ზღვაში მობინადრე უშველებელი არსება.