იობი 30:1—31

30  „ახლა კი ჩემზეუმცროსები+ დამცინიან,+რომელთა მამებსაცჩემი ფარის ძაღლების გვერდითაც კი არ დავაყენებდი.   რას მარგებდა მათი მკლავის ძალა?დაილია მათი ძლიერება.+   უნაყოფონი არიან სიდუხჭირისა და შიმშილის გამო,ღრღნიან უწყლო ადგილს,+გუშინ ქარიშხალმა რომ გააპარტახა.   მარილიან ბალახს კრეფდნენ ბუჩქებთანდა ბუჩქის ფესვები იყო მათი საჭმელი.   გარიყულები იყვნენ საზოგადოებიდან+და ხალხი ისე უყვიროდა მათ, როგორც ქურდებს.   ხევის ფერდობზე მკვიდრობენ,მიწის ღრმულებსა და კლდეებში.   ბუჩქებიდან ღაღადებენდა ჭინჭრებში ეხუტებიან ერთმანეთს.   უგუნურისა+ და უსახელოს ძეებიშოლტით არიან განდევნილნი ქვეყნიდან.   ახლა მე გავხდი მათი სასიმღერო+და დასაცინი.+ 10  შემიძულეს, შორს უჭირავთ თავი ჩემგან+და არ იკავებენ თავს, სახეში მაფურთხებენ.+ 11  ვინაიდან მოუშვა მან ჩემი მშვილდის ლარი და დამამდაბლა.ლაგამი მიუშვეს მათ ჩემ წინააღმდეგ. 12  ჩემ მარჯვნივ წამოიმართნენ ეს ნაშიერნი.ფეხი კი გამითავისუფლეს,მაგრამ დამღუპველ დაბრკოლებებს მიქმნიან.+ 13  დამინგრიეს სავალი;მარტო იმაში დამეხმარნენ, რომ უბედურება შემმთხვეოდა,+მშველელი არ დასჭირვებიათ. 14  თითქოს დიდი ნაპრალიდან გამოდიანო,ქარიშხალივით მოგრიალდნენ. 15  თავზარი დამეცა,თითქოს ქარმა წაიღო ჩემი წარჩინებულობადა ღრუბელივით გადაიარა ჩემმა ხსნამ. 16  ჩემშივე იცლება ჩემი სული;+გაჭირვების დღეები+ მიპყრობენ. 17  ღამით ძვლები+ დამებურღა და დამძვრა,ტკივილი მღრღნის და არ მიყუჩდება.+ 18  მომეტებულმა ძალამ სახე უცვალა ჩემს სამოსელს,ჩემი მოსასხამის საყელოსავით მარტყია გარს. 19  თიხას დამაბრუნა,რომ მიწასა და ნაცარს დავმსგავსებოდი. 20  შველასა გთხოვ, მაგრამ არ მპასუხობ;+ვდგავარ, რომ ყურადღება მომაქციო. 21  იცვლები, რომ სასტიკად მომეპყრო,+მთელი შენი მკლავის ძლიერებით მემტერები. 22  ჯერ ქარზე მაყენებ, რომ გავიქროლო,მერე კი გრგვინვით მანადგურებ. 23  კარგად ვიცი, რომ სიკვდილს დაუბრუნებ ჩემს თავს,+ყველა ცოცხლის შესაკრებელ სახლში. 24  მაგრამ არავინ სწევს ხელს უბრალო ნანგრევების გროვაზე,+არც არავის დაუძლურებისას ისმის საშველად ღაღადი მისი უბედურების გამო. 25  გაჭირვებულისთვის ვტიროდი+და დამწუხრებული მქონდა სული ღარიბის გამო.+ 26  კარგს ველოდი, მაგრამ ცუდი შემემთხვა;+სინათლეს ველოდი, მაგრამ წყვდიადმა დაისადგურა. 27  ამიდუღდა ნაწლავები და არ ჩუმდება,გაჭირვების დღეები დამიდგა. 28  დანაღვლიანებული+ დავდიოდი, მზე არ მინათებდა,კრებულში ვდგებოდი და შველას ვითხოვდი. 29  ძმად გავუხდი ტურებსდა მეგობრად — სირაქლემის+ ასულებს. 30  კანი ჩამიშავდა+ და ამძვრა,ძვლები კი სიმშრალისგან გამიხურდა. 31  ჩემი ქნარი მხოლოდ გლოვისთვის არის,ჩემი სტვირი კი — მოტირალთა ხმისთვის“.

სქოლიოები