იობი 31:1—40

31  „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს+და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!+   რა წილი გვაქვს მაღლა მყოფი ღვთისგან,+ანდა რა მემკვიდრეობას ვიღებთ ყოვლისშემძლისგან მაღლიდან?   განა დამნაშავეთათვის არ არის უბედურება+და ვაება — სიავის მქნელთათვის?   განა არ ხედავს იგი ჩემს გზებს+და არ ითვლის ჩემს ნაბიჯებს?   თუ ცრუ კაცებთან ერთად მივლია+და მზაკვრობის ჩასადენად ამიჩქარებია ფეხი,+   ზუსტ სასწორზე ამწონის+და გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ.+   თუ ჩემი ნაკვალევი გზიდან უხვევს+და ჩემი გული ჩემს თვალს აჰყოლია,+ან თუ რაიმე ნაკლი მისტმასნებია ჩემს ხელს,+   მაშინ დავთესავ თესლს და სხვამ შეჭამოს,+ჩემი შთამომავლები კი ამოიძირკვონ.   თუ ცდუნებულა ქალით ჩემი გული+და თუ ჩავსაფრებულვარ+ ჩემი მეგობრის შესასვლელთან, 10  მაშინ სხვა კაცს დაუფქვას ჩემმა ცოლმადა სხვა კაცებმა ჩაიმუხლონ მასზე.+ 11  ეს იქნებოდა თავაშვებულობადა დანაშაული, რომელიც მოსამართლეთა ყურადღებას მიიპყრობდა.+ 12  ეს არის გამანადგურებელი, შთამნთქმელი ცეცხლი,+რომელიც მთელ ჩემს ნამოქმედარს ძირფესვიანად მოედებოდა. 13  თუ უარი მეთქვას სამართლის გაჩენაზე ჩემი მონისთვისან ჩემი მხევლისთვის, როცა ჩემ წინააღმდეგ ჰქონდათ სასამართლო საქმე, 14  რაღას ვიზამ, როცა ღმერთი აღიმართება?!როცა პასუხს მომთხოვს, რას ვუპასუხებ?+ 15  ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, განა მანვე არ შექმნა ისიც?+განა მან არ გამოგვსახა საშვილოსნოში?! 16  თუ წამირთმევია საწყლისთვის სიხარული+და დამივსია ქვრივისთვის თვალები,+ 17  თუ მიჭამია მარტოს ლუკმა,როცა უმამო ბავშვს ლუკმა არ ჰქონია+ 18  (ჩემი ახალგაზრდობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან,და დედაჩემის მუცლიდანვე ვწინამძღოლობდი მას). 19  თუ დამინახავს უტანსაცმლოდ მომაკვდავი+ან ღარიბი, რომელსაც არ ჰქონდა სამოსელი, 20  თუ არ ვუკურთხებივარ მის საზარდულს+და არ გამთბარა ჩემი ვერძის მატყლით,+ 21  თუ მომიქნევია ხელი უმამო ბავშვისთვის,+როცა ვხედავდი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა კარიბჭესთან,+ 22  მაშინ ამომვარდეს ბეჭი მხრიდანდა მკლავი გადამიტყდეს მხრის ძვალში. 23  ვინაიდან მეშინოდა, უბედურება არ დამტეხოდა ღვთისგან,რადგან მის დიდებას+ ვერ გავუძლებდი. 24  თუ დამემყარებინოს ოქროზე ნდობადა თუ მეთქვას ოქროსთვის, ჩემი იმედი ხარ-მეთქი,+ 25  თუ გამხარებოდეს ჩემი ქონების სიუხვე+და ჩემი ხელით შეძენილი დოვლათი,+ 26  თუ მენახოს, როგორ ანათებს სინათლე,ან როგორ მოძრაობს საუცხოო მთვარე,+ 27  თუ ცდუნებულა ჩემი გული ფარულად+და თუ შეხებია ჩემი ხელი საკოცნელად ჩემს ბაგეს*, 28  ესეც დანაშაული იქნებოდა, რომელიც მოსამართლეთა ყურადღებას მიიპყრობდა,რადგან მაღლა მყოფ ჭეშმარიტ ღმერთს უარვყოფდი. 29  თუ გამხარებოდეს იმის განადგურება, ვისაც ყველაზე მეტად ვძულდი,+ან თუ მემხიარულოს მის ცუდ ამბავზე. . . 30  არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვისდა არ მითხოვია მისი სულის დაწყევლა.+ 31  თუ არ ეთქვა ჩემს ხალხს,ვინ არ გამძღარაო მისი საჭმლით?. .+ 32  არც ერთ ხიზანს არ გაუთენებია ღამე გარეთ,+ყოველთვის ღია მქონდა კარი მგზავრისთვის. 33  თუ დამეფაროს ცოდვა+ ადამიანივითდა დამემალოს დანაშაული პერანგის ჯიბეში. . . 34  შემაძრწუნებდა ხალხის სიმრავლეან საგვარეულო შემიძულებდა და თავზარი დამეცემოდა.დავდუმდებოდი და კარში არ გავიდოდი. 35  ნეტავ ვინმე მომისმენდეს+და ჩემი ხელმოწერილის საფუძველზე მიპასუხებდეს ყოვლისშემძლე!+ან საბუთი მაინც შეადგინოს ჩემმა მოწინააღმდეგემ სასამართლოზე; 36  მხრებით ვატარებდი მას.გვირგვინად შემოვიკრავდი თავზე. 37  მოვახსენებდი ჩემს ყოველ ნაბიჯს+და მთავარივით მივეახლებოდი. 38  თუ ჩემს მიწას ჩემივე წინააღმდეგ დაეჩივლოს საშველად,და მის ხნულებს ეტიროთ, 39  თუ მუქთად+ მეჭამოს მისი ნაყოფიდა მის მფლობელთა სულს ჩემ გამო ქოშინი დაეწყოს,+ 40  მაშინ ხორბლის ნაცვლად ეკლიანი სარეველა ამოვიდეს,+ქერის ნაცვლად კი — მყრალი სარეველა“.ასე დასრულდა იობის სიტყვები.

სქოლიოები

როგორც ჩანს, იგულისხმება ჰაეროვანი კოცნა კერპების თაყვანისცემის დროს. კერპების კოცნა ნახსენებია 1 მფ. 19:18-სა და ოს. 13:2-შიც.