იობი 32:1—22
32 შეწყვიტა იმ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან მართალი იყო იგი საკუთარ თვალში.+
2 მაგრამ აღეგზნო რამის საგვარეულოდან ბუზელი+ ბარაქელის ვაჟის, ელიჰუს რისხვა. იობზე აენთო მისი რისხვა, რადგან საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა.+
3 მისი სამი მეგობრის მიმართაც აენთო მისი რისხვა, რადგან პასუხი ვერ იპოვეს და ღმერთი ბოროტი გამოჰყავდათ.+
4 აცდიდა ელიჰუ იობს ლაპარაკს, ვინაიდან ისინი მასზე უფროსები იყვნენ.+
5 დაინახა ელიჰუმ, რომ იმ სამი კაცის ბაგეს+ პასუხი აღარ ჰქონდა, და მისი რისხვა კიდევ უფრო აღეგზნო.
6 ბუზელი ბარაქელის ვაჟმა ელიჰუმ უთხრა მათ:
«მე ახალგაზრდა ვარ,თქვენ კი მოხუცები;+ამიტომ ვიხევდი უკან და ვშიშობდითქვენთვის ჩემი ცოდნის გაცხადებას.
7 ვთქვი, დღეებმა თვითონ ილაპარაკონდა წელთა სიმრავლემ გააცხადოს-მეთქი სიბრძნე.+
8 სწორედ მოკვდავი კაცის სულიდა ყოვლისშემძლის სუნთქვა იძლევა გაგების უნარს.+
9 მარტო დღეგრძელები არ არიან ბრძენები+და მარტო მოხუცებულებს არა აქვთ განსჯის უნარი.+
10 ამიტომ ვამბობ: „მომისმინეთ,მეც გაგიცხადებთ ჩემს ცოდნას!“
11 ხალხო, გაცდიდით ლაპარაკს,ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას,+სანამ შეგეძლოთ სათქმელის მოძებნა.
12 თქვენკენ მქონდა ყურადღება მოპყრობილიდა ვერც ერთმა ვერ ამხილეთ იობი,ვერც ერთმა ვერ გაეცით პასუხი მის სიტყვებს,
13 ამიტომ ნუ იტყვით: „სიბრძნე ვიპოვეთ,+ღმერთი სდებს მას მსჯავრს და არა ადამიანი“.
14 არ მოუმართავს მას სიტყვები ჩემ წინააღმდეგდა არც მე ვუპასუხებ მას თქვენი სიტყვებით.
15 შეძრწუნდნენ და აღარაფერი უპასუხიათ;სიტყვა წაერთვათ.
16 დავიცადე, რადგან აღარ ლაპარაკობდნენ,გაჩერდნენ და აღარაფერს პასუხობდნენ.
17 მეც ვიტყვი ჩემს პასუხსდა მეც გავაცხადებ ჩემს ცოდნას.
18 ავივსე სიტყვებითდა სული მომაწვა+ მუცელში.
19 ისეა ჩემი მუცელი, როგორც ღვინო თავმოუხდელ ჭურჭელში,როგორც ახალი ტიკი გასკდომის პირას.+
20 ვილაპარაკებ, რომ შვება ვიგრძნო,გავხსნი ჩემს ბაგეებს, რომ პასუხი გაგცეთ.+
21 არავის მიმართ გამოვიჩენ მიკერძოებას+და ადამიანს პირფერობით არაფერს ვუწოდებ.+
22 არც ვიცი, როგორ ვუწოდო,რადგან ჩემი შემქმნელი+ უმალვე წამიღებდა».