იობი 33:1—33

33  «ახლა შენ გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვებიდა ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს.   უნდა გავხსნა ბაგედა ჩემმა ენამ და სასამ+ ერთად უნდა ილაპარაკონ.   ჩემი სიტყვები გულის სიმართლიდან მომდინარეობს+და ჩემს ცოდნას გულწრფელად გადმოსცემს ჩემი ბაგე.+   თვით ღვთის სულმა შემქმნა+და ყოვლისშემძლის სუნთქვამ მომცა სიცოცხლე.+   გამეცი პასუხი, თუ შეგიძლია,მომმართე, დამიდექი.   ჭეშმარიტი ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც.+მეც თიხისგან ვარ გამოსახული.+   ჩემი არ შეგეშინდება და არ შეგაძრწუნებ,არაფრით არ დაგამძიმებ.+   შენ ჩემ გასაგონად თქვიდა მეც ვისმენდი შენს სიტყვებს:   „წმინდა და უცოდველი ვარ,+სუფთა და უდანაშაულო.+ 10  მიზეზს ეძებს იგი, რომ შემეწინააღმდეგოს,თავის მტრად მიმიჩნევს.+ 11  ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს+და ჩემს გზებს დარაჯობს“.+ 12  მე გეუბნები, რომ ამაში არა ხარ მართალი,+რადგან ბევრად დიდია ღმერთი მოკვდავ კაცზე.+ 13  რატომ ედავები მას?+განა იმიტომ, რომ შენს ყველა სიტყვას არ პასუხობს?!+ 14  ღმერთი ერთხელ ამბობსდა ორჯერ,+ — ყურადღებას კი არ აქცევენ, — 15  სიზმარსა+ და ღამის ხილვაში,+როცა ღრმა ძილით შეპყრობილებითავიანთ საწოლებზე თვლემენ.+ 16  სწორედ მაშინ უხსნის ყურს მათ+და თავის შეგონებას ბეჭდავს მათში, 17  რომ ჩამოაშოროს კაცი თავის საქმეს+და ვაჟკაცი სიამაყისგან+ დაიფაროს. 18  არ უშვებს საფლავში* მის სულს+და მახვილს არიდებს მის სიცოცხლეს.+ 19  მას ტკივილი ამხილებს თავის საწოლზედა არ უწყნარდება ძვლები. 20  მისმა სიცოცხლემ პური შეიზიზღა,+მისმა სულმა კი — საყვარელი საჭმელი. 21  ხორცი დაელია და აღარ უჩანს,ძვლები კი, რომლებიც არ უჩანდა, უშიშვლდება. 22  საფლავს უახლოვდება მისი სული*,+მისი სიცოცხლე კი — სიცოცხლის მომსწრაფველებს. 23  თუ ჰყავს მაცნე*,შუამავალი, ათასიდან ერთი მაინც,რომ უთხრას კაცს, როგორ მოიქცეს სიმართლით, 24  ის მოიწონებს მას და იტყვის:„ნუ ჩავარდება საფლავში,+ვიპოვე გამოსასყიდი!+ 25  განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად+და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“.+ 26  შეევედრება ღმერთს, რომ მოიწონოს იგი;+იხილავს მის სახეს და იყიჟინებს.ის აღუდგენს მოკვდავ კაცს თავის სიმართლეს. 27  უმღერებს ხალხს და იტყვის:„შევცოდე+ და სიმართლე გავამრუდე,ეს არ უნდა გამეკეთებინა. 28  მან გამოისყიდა ჩემი სული საფლავში+ ჩავარდნისგან;ჩემი სიცოცხლე სინათლეს იხილავს“. 29  ღმერთი უკეთებს ამ ყველაფერსადამიანს ორჯერ და სამჯერ, 30  საფლავიდან რომ დააბრუნოს მისი სული,+რათა ცოცხალთა ნათელი მოეფინოს მას.+ 31  ყურადღებით იყავი, იობ! მომისმინე!ჩუმად იყავი, მე უნდა ვილაპარაკო. 32  თუ რაიმე გაქვს სათქმელი, გამეცი პასუხი.ილაპარაკე, რადგან მომწონს შენი სიმართლე. 33  თუ არადა, მე მომისმინე.+ჩუმად იყავი და მე გასწავლი სიბრძნეს».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ორმოში.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ ანგელოზი.