იობი 34:1—37

34  განაგრძო ელიჰუმ და თქვა:   «მოუსმინეთ, ბრძენნო, ჩემს სიტყვებსდა, მცოდნენო, ყური დამიგდეთ,   რადგან ყური არჩევს სიტყვებს,+როგორც სასა — საჭმლის გემოს.+   ავირჩიოთ სამართალიდა ჩვენვე გავიგოთ, რა არის კარგი.   ვინაიდან იობმა თქვა: „მე მართალი ვარ,+მაგრამ ღმერთმა წამართვა სამართალი.+   განა ვიტყუები ჩემს სამართალში?უკურნებელია ჩემი მწვავე ჭრილობა, თუმცა უდანაშაულო ვარ“.+   რომელი ვაჟკაცი ჰგავს იობს,+წყალივით რომ სვამდეს დაცინვას?+   სიავის მქნელებთან მეგობრობისადა ბოროტთა გზას ადგას.+   ვინაიდან ასე თქვა: „რას არგებს კაცს,+თუ ღმერთში პოვებს კმაყოფილებას?“ 10  ამიტომ მომისმინეთ, თქვენ, ვისაც გაგებული გული გაქვთ.+შორს არის ღვთისგან ბოროტება+და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!+ 11  ვინაიდან მისი საქციელისამებრ მიუზღავს+ იგი ადამიანსდა მისი გზისამებრ მიაგებს მას. 12  არ მოქმედებს ღმერთი ბოროტებით+და ყოვლისშემძლე არ ამრუდებს სამართალს.+ 13  ვინ ჩააბარა მას დედამიწადა ვინ მიანდო მას მთელი ნაყოფიერი მიწა? 14  თუ თავის გულს მიაქცევს ვინმესკენდა თავისთან წაიღებს მის სულსა* და სუნთქვას,+ 15  ყველა ხორციელი მოკვდებადა მტვერს დაუბრუნდება ადამიანი.+ 16  თუ გაქვს გაგების უნარი, მოისმინე,ყური დაუგდე ჩემს სიტყვებს. 17  განა იბატონებს სამართლიანობის მოძულე?+თუ ძლიერი მართალია, განა გამოაცხადებ მას ბოროტად?+ 18  ვინ ეტყვის მეფეს, უვარგისი ხარო?წარჩინებულს — ბოროტი ხარო?+ 19  ერთია ის, ვისაც მიკერძოება არ გამოუჩენია მთავრების მიმართდა არ გაურჩევია საწყალი წარჩინებულისგან,+რადგან ყველა მისი ხელის ნამოქმედარია.+ 20  მყისვე კვდებიან+ ისინი შუაღამისას;+ირყევა ხალხი და მიდიან,ხელშეუხებლად მიდიან ძლიერები.+ 21  ვინაიდან ადამიანის გზას დაჰყურებს მისი თვალები+და მის ნაბიჯებს ხედავს იგი. 22  არ არსებობს არც სიბნელე და არც უკუნეთი,სადაც სიავის მქნელები დაიმალებოდნენ.+ 23  არ უნიშნავს დროს არც ერთ ადამიანსსასამართლოზე ღმერთთან წარსადგომად. 24  ყოველგვარი გამოძიების გარეშე მუსრავს ძლიერებს+და მათ ადგილზე სხვებს აყენებს;+ 25  ვინაიდან ამჩნევს მათ საქმეებს+და ღამით ამხობს მათ, ისინი კი იმუსრებიან.+ 26  ყველას თვალწინურტყამს მათ, როგორც ბოროტებს,+ 27  რადგან გადაუხვიეს და აღარ მიჰყვებიან მას,+არც ერთ მის გზას არ უკვირდებიან.+ 28  საწყალთა ღაღადი სწვდება მასდა ისიც ისმენს დაჩაგრულთა ღაღადს.+ 29  როცა ის სიმშვიდეს ჩამოაგდებს, ვინ დასდებს მსჯავრს?და როცა სახეს იფარავს,+ ვინ იხილავს მას?სულ ერთია, ერი+ იქნება თუ კაცი, 30  რათა არ იმეფოს განდგომილმა+და არ იყოს ხალხისთვის მახე+ დაგებული. 31  ვინ ეტყვის ღმერთს:„დავიტანჯე, თუმცა არ ვიქცევი სამარცხვინოდ.+ 32  თუმცა ვერაფერს ვხედავ, მაინც მასწავლე,და თუ რაიმე უმართლობა ჩამიდენია,აღარ გავიმეორებ“.+ 33  განა მოგაგებს შენი სურვილისამებრ, როცა მის სამართალს უარყოფ,როცა ეს არჩევანი შენია და არა ჩემი?ილაპარაკე, რაც იცი. 34  გაგებული გულის+ მქონე ხალხიც მეტყვისდა ბრძენი ვაჟკაციც, რომელიც მისმენს, 35  არ იცის იობმა, რას ლაპარაკობს+და წვდომის უნარი არ ჩანს მის სიტყვებშიო. 36  მამა, ბოლომდე გამოიცადოს იობისიავის მქნელებს შორის გაცემული პასუხების გამო,+ 37  რადგან თავის ცოდვას ურჩობას უმატებს;+ხელს ხელს ურტყამს ჩვენ შორის და ბევრს ლაპარაკობს ჭეშმარიტი ღვთის წინააღმდეგ».+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.