იობი 35:1—16

35  განაგრძო ელიჰუმ და თქვა:   „ეს მიგაჩნია სამართლად?ამბობ, ჩემი სიმართლე ღვთისას აღემატებაო.+   იმასაც ამბობ, ეს რას გარგებსო?+განა ახლა იმაზე მეტი სარგებლობა მაქვს, ვიდრე შეცოდებისასო?+   მე შეგეპასუხებით შენცდა შენს მეგობრებსაც.+   ახედე ცას+ დაშეხედე ღრუბლებს,+ შენზე მაღლა არიან ისინი.   თუ მართლა შესცოდავ, რას დაუშავებ მას?+თუ კიდევ უფრო გაურჩდები, რას უზამ მას?   მართალიც რომ იყო, რას შემატებ მას,ან რას მიიღებს იგი შენი ხელიდან?+   შენმა ბოროტებამ შეიძლება ავნოს შენნაირ კაცს+და შენმა სიმართლემ არგოს ადამიანის ძეს.+   შველას ითხოვენ დიდი ჩაგვრის გამო;+შველას ითხოვენ დიდებულთა მკლავის გამო,+ 10  მაგრამ მაინც არავინ ამბობს, სად არის ღმერთი, ჩემი დიდებული შემოქმედი,+ღამით სასიმღეროდ აღმძვრელიო.+ 11  ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის,+ ვიდრე ცხოველებს;+უფრო მეტად გვაბრძენებს, ვიდრე ფრინველებს. 12  ღაღადებენ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი,+ბოროტები და ამაყები+ არიან. 13  მხოლოდ სიცრუეს არ უსმენს ღმერთი+და ამას არ უყურებს ყოვლისშემძლე.+ 14  მით უმეტეს, როცა ამბობ, რომ ვერ ხედავ მას!+სასამართლო საქმე მის წინაშეა და ამიტომ მოუთმენლად უნდა დაელოდო მას.+ 15  ახლა კი, რადგან ის რისხვით პასუხს არ გთხოვს,+ის არც მეტისმეტ დაუფიქრებლობას აქცევს ყურადღებას.+ 16  იობი კი სულ ტყუილუბრალოდ ხსნის ბაგეებს,უცოდინარობით ბევრს ლაპარაკობს“.+

სქოლიოები