იობი 36:1—33

36  განაგრძო ელიჰუმ და თქვა:   „ცოტაც მომითმინე და გიჩვენებ,რომ ჯერ კიდევ არის სიტყვები ღვთის სასარგებლოდ.   შორიდან მოვიტან ჩემს ცოდნასდა ჩემი გამომსახველის სიმართლეს გავაცხადებ.+   არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში,ის — სრულყოფილი ცოდნის+ მფლობელია შენ წინაშე.   ძლევამოსილია+ ღმერთი და არ უარყოფს კაცს,ძლევამოსილია გულის ძლიერებით.   არც ერთ ბოროტს არ დატოვებს ცოცხალს,+დაჩაგრულებს კი სამართალს გაუჩენს.+   არ მოარიდებს თვალს არც ერთ მართალს,+არც მეფეებს ტახტზე. . . +სამუდამოდ დასხამს მათ და ისინიც დიდებას მოიხვეჭენ.   თუ მათ ბორკილები დაედებათ,+გაჭირვების თოკით დაიბმებიან.   მაშინ ეტყვის მათ, როგორ იქცევიანდა რაში სცოდავენ, რადგან მეტისმეტად ამაყდებიან. 10  გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის+და ეტყვის, რომ ზურგი უნდა აქციონ სიავის ქმნას.+ 11  თუ დაემორჩილებიან და ემსახურებიან,მათ დღეებს კარგი დასასრული ექნებადა მათი წლებიც ნეტარებით დასრულდება.+ 12  მაგრამ, თუ არ დაემორჩილებიან, მახვილით+ დაიღუპებიან+და უცოდინარობაში დაიხოცებიან. 13  გულით განდგომილები რისხვას აღვივებენ.+შველას არ ითხოვენ, რადგან შებორკილი ჰყავს მას. 14  ისინი* ახალგაზრდები დაიხოცებიან,+მათი სიცოცხლე კი ტაძრის მეძავ მამაკაცებს შორის დასრულდება.+ 15  საწყალს გაჭირვებისგან იხსნისდა ჩაგვრის დროს გაუხსნის მათ ყურებს. 16  უეჭველად დაგიხსნის გაჭირვების ხახიდან!+სანაცვლოდ დიდი სივრცე+ იქნება და არა შეზღუდული;შენი მაგიდა შენდა სანუგეშოდ ნოყიერებით აივსება.+ 17  ბოროტის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს+ დაინახავ;სასამართლო განაჩენი და სამართლიანობა ერთმანეთს ჩაეჭიდება. 18  გაფრთხილდი, რომ რისხვამ+ ღვარძლიანი ტაშის დაკვრაში არ ჩაგითრიოს.გზიდან არ გადაგიყვანოს დიდმა გამოსასყიდმა.+ 19  განა გიშველის დახმარებისთვის ღაღადი?+ არა, მთელი შენი ძალისხმევაც კიარ გიშველის გასაჭირში.+ 20  ქოშინით ნუ ესწრაფი ღამეს,როცა ხალხი თავისი ადგილსამყოფლიდან მიდის. 21  გაფრთხილდი, რომ არ გადაუხვიო სიავის ქმნისკენ,+ვინაიდან ეს არჩიე გაჭირვებას.+ 22  ღმერთი დიდებულად მოქმედებს თავისი ძლიერებით.ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი? 23  ვინ მოჰკითხავს მას პასუხს+და ვინ ეტყვის, უმართლობა ჩაიდინეო?+ 24  გახსოვდეს, რომ დიდება უნდა მიაგო მის საქმეებს,+რომლებსაც ხალხი უმღერის.+ 25  მთელი კაცობრიობა მათ შეჰყურებსდა მოკვდავი ადამიანი მათ შესცქერის შორიდან.+ 26  ღმერთი იმაზე მეტად არის განდიდებული, ვიდრე ჩვენ ვიცით;+გამოუკვლეველია მის წელთა რიცხვი.+ 27  მაღლა ააქვს წყლის წვეთები+ დაისინიც წვიმად და ნისლად იცრებიან, 28  რათა ღრუბლებმა იწვეთონ+და წვეთები უხვად ასხურონ კაცობრიობას. 29  მართლაც, ვინ რას გაუგებს ღრუბლების ფენასდა მისი კარვის გრუხუნს?+ 30  თავისი სინათლე მასზე განავრცო+და ზღვას ფსკერი დაუფარა; 31  მათი საშუალებით ხალხებს ესარჩლება+და უხვად იძლევა საკვებს.+ 32  ხელში უჭირავს ელვადა ბრძანებას აძლევს მას თავდამსხმელის წინააღმდეგ.+ 33  გრგვინვა+ გვაუწყებს მასზედა პირუტყვი — მის მოახლოებაზე“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მათი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.