იობი 37:1—24

37  «ძგერას მიწყებს გული+ ამის გამოდა საგულიდან მივარდება.   ხალხო, მოუსმინეთ მის მქუხარე ხმას+და მისი პირიდან გამომავალ გრგვინვას.   მთელ ცისქვეშეთში უშვებს მასდა ელვას+ დედამიწის კიდეებს აწვდენს.   შემდეგ მჭექარე ხმა ისმის,თავის აღმატებულ+ ხმას აქუხებს+და არ აკავებს მას, როცა გამოსცემს.+   საოცრად ქუხს ღმერთი თავისი ხმით,+დიდებულ და ჩვენთვის ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს.+   თოვლს ეუბნება: „დაეშვი მიწისკენ“,+იმავეს ეუბნება თავსხმასაც და ძლიერ კოკისპირულ წვიმასაც.+   ყოველ კაცს ბეჭედს ასვამს ხელზე,რომ ყველა მოკვდავმა იცოდეს მისი საქმე.   მიდის მხეცი ჩასასაფრებლად,თავის სამალავში ბინადრობს.+   შიდა ოთახიდან+ მოდის ქარიშხალიდა ჩრდილოეთიდან უბერავს სიცივე.+ 10  ღვთის სუნთქვა წარმოქმნის ყინულს+და წყალი სივრცეშია შეკავებული*.+ 11  ღრუბელს სინოტივით ამძიმებსდა მისი სინათლე+ ფანტავს ღრუბლებს. 12  ისინი მისი ხელმძღვანელობით ბრუნავენ თავიანთი საქმის შესასრულებლად,საითკენაც არ უნდა უბრძანოს+ ნაყოფიერი მიწის პირზე. 13  გასაჯოხად+ იქნება ეს თუ მიწისთვის,+ან კიდევ სიკეთისთვის*,+ იგი შედეგს გამოაღებინებს. 14  ყური დაუგდე ამას, იობ,გაჩერდი და დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს.+ 15  იცი, როდის მისცა მათ ბრძანება+და როდის გამოანათებინა თავის ღრუბელს? 16  იცი, როგორ ჩერდებიან ღრუბლები,+სრულყოფილი ცოდნის მფლობელის საოცარი საქმეები?+ 17  როგორ ცხელდება შენი ტანსაცმელი,როცა მიწას სამხრეთის ქარი აწყნარებს?+ 18  შეგიძლია მასთან ერთად გამოჭედო ცა+ისეთივე მაგარი, როგორიც ჩამოსხმული სარკეა? 19  გვითხარი, რა ვუთხრათ მას,ვერ ვპოულობთ სიტყვებს სიბნელის გამო. 20  უნდა ემცნოს მას, რომ ლაპარაკი მსურს?განა უთქვამს ვინმეს, რომ ეს ეუწყება მას?+ 21  სინამდვილეში ვერ ხედავენ ისინი სინათლეს.ის კაშკაშებს ცაში,როცა გადაივლის ქარი და წმენდს ცას. 22  ჩრდილოეთიდან ოქროს სიდიადე მოდის.შიშის მომგვრელია ღვთის დიდება;+ 23  ჩვენ კი არ შეგვიცნია ყოვლისშემძლე.+აღმატებულია იგი ძლიერებით+და არ დააკნინებს+ სამართლიანობასა+ და უხვ სიმართლეს.+ 24  ამიტომაც ეშინოდეს ხალხს მისი.+იგი არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია».+

სქოლიოები

ანუ გაყინული.
იხილეთ 6:14-ის სქოლიო.