იობი 38:1—41
38 მიუგო იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან:+
2 «ვინ არის ეს, რომ განზრახულსუცოდინარი სიტყვებით აბნელებს?+
3 ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი,შეგეკითხები და მიპასუხე.+
4 სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?+მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი.
5 თუ იცი, ვინ დაუწესა საზღვრები,და ვინ გადაჭიმა მასზე ლარი საზომად?
6 სად აქვს ჩადგმული საყრდენები+და ვინ დაუდო ქვაკუთხედი,
7 როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები+და ღვთის ძეები*+ ყიჟინებდნენ?
8 ვინ ჩაუკეტა კარიბჭეები ზღვას,+რომელმაც ისე დაიწყო დენა, თითქოს საშვილოსნოდან ამოხეთქაო,
9 როცა სამოსლად ღრუბელი მივეციდა სახვევად — მწუხრი?
10 დავუდგინე წესი,დავუყენე კარიბჭეები და ურდულები+
11 და ვუთხარი: „აქამდე მოხვალ, მეტს აღარ,+აქ გაჩერდება შენი მედიდური ტალღები“.+
12 შენ მიეცი ბრძანება დილას შენი ადრინდელი დღეებიდან?+შენ მიუჩინე ადგილი განთიადს,
13 რომ მოეცვა დედამიწის კიდეებიდა ბოროტები იქიდან განედევნა?+
14 ის თიხასავით იცვლება,+ როცა ბეჭედს ასვამენ,და თითქოს ყველაფერი იმოსება და წამოიმართება.
15 უწყდებათ ბოროტებს თავიანთი სინათლე+და აღმართული მკლავი ემუსრებათ.+
16 ჩასულხარ ზღვის ფსკერზედა გივლია+ ღრმა წყლის საძებრად?+
17 გახსნილა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭეები+ან შეგიძლია უკუნეთის კარიბჭეების+ ხილვა?
18 ჩასწვდომიხარ დედამიწის ვეება სივრცეებს?+მითხარი, თუ შეგიცნია ეს ყველაფერი.
19 სად არის სინათლის სამკვიდროს გზა?+სიბნელის ადგილი სადაა,
20 რომ თავის საზღვარზე მიიყვანოდა გაიგო მისი სახლის გზები?
21 იქნებ იმიტომ იცი, რომ მაშინ გაჩნდი,+და დიდია შენი დღეების რიცხვი?!
22 შესულხარ თოვლის+ საცავებშიან სეტყვის+ საცავებს თუ ხედავ,
23 რომელსაც უბედურებისთვის ვინახავ,ბრძოლისა და ომის+ დღისთვის?
24 სად არის გზა, რომლითაც სინათლე ნაწილდებადა რომლითაც აღმოსავლეთის ქარი+ ვრცელდება დედამიწაზე?
25 ვინ დაყო სანიაღვრე არხიდა მგრგვინავი, საწვიმარი ღრუბლის გზა,+
26 რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწასა+და უდაბნოს, სადაც კაციშვილი არ არის,
27 დაარწყულოს ქარიშხლით გაუდაბურებული და გაპარტახებული ადგილებიდა აღმოაცენოს ბალახი?+
28 ჰყავს წვიმას+ მამაან ვინ წარმოშვა ნამი?+
29 სინამდვილეში ვისი მუცლიდან გამოდის ყინულიან ვინ ბადებს ციურ ჭირხლს?+
30 თითქოს ქვაში იმალება წყალიდა მყარდება+ ღრმა წყლის ზედაპირი.
31 შეგიძლია შეკრა ქიმას თანავარსკვლავედის* საკვრელებიან შეგიძლია მოუშვა ქესილის თანავარსკვლავედის*+ საბელები?
32 შეგიძლია თავის დანიშნულ დროს გამოიყვანო მაზაროთის თანავარსკვლავედი*და აშის თანავარსკვლავედსა* და მის ვაჟებს გაუძღვე?
33 იცი, რა წესებია ზეცაში,+ან შეგიძლია მისი კანონები დედამიწაზე დაადგინო?
34 შეგიძლია ხმა მიაწვდინო ღრუბლებს,რომ წყლის დიდმა ნაკადმა დაგფაროს?+
35 შეგიძლია წარგზავნო ელვა, რომ წავიდესდა გითხრას, აქა ვარო?
36 ვინ ჩადო სიბრძნე+ ღრუბლებშიან გაგების უნარი+ — ციურ მოვლენაში?
37 ზუსტად ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნითდა ვინ გადმოაპირქვავებს წყლის ზეციურ ჭურჭლებს,+
38 როცა მტვერი ჩამოსხმულ მასად იქცევადა მიწის ბელტები ერთმანეთს ეკვრის?
39 შეგიძლია ლომისთვის ნანადირევის მოპოვებადა ძლიერი ლომებისთვის+ ცხოველური მადის დაკმაყოფილება,
40 როცა სამალავში არიან ჩამსხდრები+ან საფარში — ჩასაფრებულები?
41 ვინ უმზადებს ყორანს საჭმელს,+როცა მისი ბახალები საშველად ღმერთს შესჩხავიან,საჭმელად არაფერი აქვთ და დაძრწიან?»
სქოლიოები
^ ანუ ანგელოზები.
^ იხილეთ 9:9-ის სქოლიო „ქიმას თანავარსკვლავედთან“.
^ იხილეთ 9:9-ის სქოლიო „ქესილის თანავარსკვლავედთან“.
^ უცნობი თანავარსკვლავედი.
^ იხილეთ 9:9-ის სქოლიო „აშის თანავარსკვლავედთან“.