იობი 39:1—30

39  „იცი კლდის ჯიხვთა მშობიარობის დრო?+თვალს თუ ადევნებ ფურირმებს,+ როცა ტკივილებით მშობიარობენ?   ითვლი, როდის უსრულდებათ მთვარისმიერი თვეები?თუ იცი მათი მშობიარობის დრო?   იმუხლებიან, აგდებენ თავიანთ ნაშიერებსდა თავისუფლდებიან მშობიარობის ტკივილებისგან.   ძლიერდებიან მათი ნაშიერები და ტრიალ მინდორში იზრდებიან.მიდიან და აღარ უბრუნდებიან მათ.   ვინ მიუშვა ნებაზე ზებრა+და ვინ აუშვა გარეული ვირის საბელი,   ვისაც საბინადროდ უკაცრიელი ველი მივეციდა სამყოფლად — მარილის ქვეყანა?+   დასცინის ის აფორიაქებულ ქალაქსდა არ ესმის მდევრის+ ხმა.   საძოვრად+ მთებს მოივლისდა ყველანაირ მწვანე მცენარეს+ ეძებს.   მოინდომებს გარეული ხარი, მოგემსახუროს+ან გაატარებს ღამეს შენს ბაგასთან? 10  შეაბამ საბელებით გარეულ ხარს სახნავადან გააფარცხვინებ+ ველებს? 11  მიენდობი მის უშრეტ ძლიერებასდა მიანდობ მას შენს სამუშაოს? 12  გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებსდა კალოზე მოგიგროვებს? 13  განა სიხარულით აბარტყუნებს ფრთებს დედალი სირაქლემაან აქვს მას ყარყატისნაირი+ ფრთები და ბუმბული? 14  მიწაზე ტოვებს კვერცხებსდა მტვერში ინახავს თბილად; 15  ავიწყდება, რომ შეიძლება ფეხმა დაამტვრიოსდა მინდვრის მხეცებმა გათელონ. 16  უხეშად ეპყრობა თავის შვილებს, თითქოს სხვისები ყოფილიყვნენ.+ტყუილად შრომობს, რადგან არ ეშინია. 17  ვინაიდან დაავიწყა ღმერთმა სიბრძნედა წილად არ არგუნა გაგების უნარი.+ 18  როცა ფრთებს ააფრიალებს,დასცინის ცხენსა და მის მხედარს. 19  შეგიძლია ცხენს ძალა მისცე?+შეგიძლია კისერი ფრიალა ფაფრით შეუმოსო? 20  შეგიძლია კალიასავით ახტუნო?შიშის მომგვრელია მისი დიდებული ჭიხვინი.+ 21  ველს ფლოქვებს+ სცემს და ძლიერებით ხარობს.წინ იჭრება, იარაღს+ რომ შეეგებოს. 22  შიშზე ეცინება და არ ძრწუნდება,+არც მახვილის გამო იხევს უკან. 23  მასზე ჩხარუნობს კაპარჭი,მახვილი შუბი და ხელშუბი. 24  გრგვინვითა და გაშმაგებით ნთქავს მიწასდა საყვირის ხმას არ უჯერებს. 25  როგორც კი გაისმება საყვირის ხმა, შესძახებს: აჰა!შორიდანვე გრძნობს ბრძოლის სუნს,მთავართა შეძახილებსა და საომარ ყიჟინას.+ 26  შენი გაგების უნარის წყალობით დაფრინავს შევარდენიდა სამხრეთის ქარისკენ შლის ფრთებს? 27  შენი ბრძანებით ფრენს ზემოთ არწივი+და იშენებს მაღლა ბუდეს,+ 28  კლდეზე ბინადრობს და ათევს ღამესკლდის ქიმსა და მიუწვდომელ ადგილზე? 29  იქიდან ეძებს საჭმელს+და შორს იყურება მისი თვალი. 30  სისხლს წრუპავენ მისი მართვეებიდა სადაც დახოცილები არიან, ისიც იქ არის“.+

სქოლიოები