იობი 4:1—21

4  თემანელმა ელიფაზმა+ მიუგო:   «სიტყვა რომ შემოგბედოს ვინმემ, ხომ არ დაიქანცები?მაგრამ ვინ შეაკავებს სიტყვებს?   ბევრი გამოგისწორებია+და ბევრი დასუსტებული ხელი განგიმტკიცებია.+   შენს სიტყვებს წაქცეული ფეხზე დაუყენებია+და ჩაკეცილი მუხლები გაუმაგრებია.+   შენ კი დაიქანცე, როცა იგივე შეგემთხვა,და შეშფოთდი, როცა იგივე გეწია.   თუ ღვთისმოშიში ხარ, იმედი არ უნდა გქონდეს?!თუ უმწიკვლოდ+ დადიხარ, იმედიანად არ უნდა იყო?!   აბა, გაიხსენე, თუ დაღუპულა ვინმე უდანაშაულო?თუ ამოწყვეტილან სადმე მართლები?+   მე რაც მინახავს, ისინი იმკიან საზღაურს, ვინც სიავეს სჩადისდა ვისაც სხვებისთვის უბედურება მოაქვს.+   ღვთის სულის შებერვაზე იღუპებიანდა ბოლოს უღებს მათ მისი რისხვის სული. 10  ლომი ღრიალებს, ლომის ხმა ისმის,ძლიერ ლომებსაც ემტვრევათ კბილები. 11  ნანადირევის გარეშე კვდება ლომიდა ლომის ბოკვრებს აცალკევებენ. 12  სიტყვა მომეპარადა ჩურჩული ჩამესმა ყურში;+ 13  ღრმა ძილი მიპყრობდა,როცა მშფოთვარე ფიქრები მომეძალა ღამის ხილვაში. 14  შიშმა მომიცვა და კანკალმა ამიტანა.ძვლებში დამიარა შიშმა. 15  სულმა გადამიარა სახეზედა თმა ამებურძგნა. 16  რაღაც გაჩერდა,მაგრამ ვერ გავარჩიე.ის რაღაც ჩემ თვალწინ იდგა.სიწყნარე იყო, მერე კი ხმა მომესმა: 17  „შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთზე სამართლიანი იყოსან ადამიანი მის შემოქმედზე წმინდა?“ 18  არ ენდობა ის თავის მსახურებსდა თავის მაცნეებს* ბრალსა სდებს. 19  მით უმეტეს, თიხის სახლებში მცხოვრებთ,რომელნიც მტვრისგან+ არიან აღებულნი.ჩრჩილზე სწრაფად იმუსრებიან. 20  დილიდან საღამომდე იმსხვრევიან,სამუდამოდ იღუპებიან და არავის სწყდება გული. 21  განა ისე არ ემხობიან, როგორც თოკგამომძვრალი კარავი?კვდებიან, რადგან არა აქვთ სიბრძნე».

სქოლიოები

ანუ ანგელოზებს.