იობი 40:1—24

40  განაგრძო იეჰოვამ და უთხრა იობს:   „უნდა ედავებოდეს ყოვლისშემძლეს შარიანი კაცი?+ღვთის მამხილებელმა თავად გასცეს პასუხი“.+  მიუგო იობმა იეჰოვას:   „არარაობა გავხდი.+რა გიპასუხო?პირზე მაქვს ხელი აფარებული.+   ერთხელ ვილაპარაკე და პასუხად აღარაფერს ვიტყვი,მეორეჯერაც, მაგრამ აღარაფერს დავუმატებ“.  ქარიშხლიდან+ იეჰოვამ იობს სთხოვა:   „ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი,+შეგეკითხები და მიპასუხე.+   ნუთუ დაუკარგავ ძალას ჩემს სამართალს?ნუთუ ბოროტად გამომაცხადებ, შენ რომ მართალი გამოხვიდე?+   ნუთუ ისეთი მკლავი გაქვს, როგორიც ჭეშმარიტ ღმერთს?+შეგიძლია მისი მსგავსი ხმით დაიგრგვინო?+ 10  აბა, შეიმოსე აღმატებულებითა+ და დიდებით,+ღირსებითა+ და სიდიადით!+ 11  გადმოაფრქვიე შენი მგზნებარე რისხვა,+დაინახე ყოველი ამპარტავანი და დაამცირე; 12  დაინახე ყოველი ამპარტავანი და დაამდაბლე,+ბოროტები კი ადგილზევე გათელე. 13  ერთად ჩამალე ისინი მტვერში+და სახეები აუხვიე დაფარულ ადგილას. 14  მე თავად შეგაქებ,რადგან შენი მარჯვენა დაგიხსნის. 15  აი ბეჰემოთი, რომელიც ჩემი შექმნილია, ისევე როგორც შენ.ის მწვანე ბალახს ჭამს,+ როგორც ხარი. 16  ძალა თეძოებში აქვსდა ძლიერება+ — მუცლის ძარღვებში. 17  კედარივით ხრის კუდსდა ჩაწნულია მისი ბარძაყის ძარღვები. 18  მისი ძვლები სპილენძის მილებია,მისი მაგარი ძვლები გამოჭედილი რკინის ჯოხებივითაა. 19  ის არის ღვთის გზების საწყისი.მის შემქმნელს+ შეუძლია მასზე მახვილი მიიტანოს. 20  მთები აძლევენ მას ნაყოფს;+გარეული ცხოველები იქვე თამაშობენ. 21  წვება ეკლიანი ლოტოსის ხეების ქვეშ,ლერწმის+ საფარსა და ჭაობში.+ 22  ეკლიანი ლოტოსის ხეები მას ჩრდილით ფარავსდა ხევში ამოსული ალვის ხეები არტყია გარს. 23  თუ მდინარე აბობოქრდა, ის არ დარბის თავზარდაცემული.იორდანეც+ რომ მიასკდეს, მაინც მშვიდად არის. 24  ვინ დაიჭერს მას მისივე თვალწინ?ბარჯით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?“

სქოლიოები