იობი 41:1—34
41 „გამოათრევ ლევიათანს*+ თევზსაჭერი კაუჭითან დაუჭერ ენას თოკით?
2 გაუყრი ნესტოებში+ ლელქაშსან გაუხვრეტ ყბებს ეკლით?
3 დაგიწყებს ვედრებასან რბილად ლაპარაკს?
4 დაგიდებს შეთანხმებას,რომ სამუდამო მონად გაგიხდეს?
5 თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს,ან დააბამ შენი გოგოებისთვის?
6 განა გაგირიგდებიან ამხანაგები მასზე?გაიყოფენ მას ვაჭრები ერთმანეთში?
7 დაუფარავ ტყავს ბარჯებით+ან თავს — ჭვილთებით?
8 შეახე მას ხელიდა გახსოვდეს მისი ბრძოლა; იგივე აღარ გააკეთო.
9 იმედი გაგიცრუვდება;მის დანახვაზეც კი დაეცემი.
10 ისეთი გულადი არავინ არის, რომ ის განარისხოსდა მე ვინღა დამიდგება წინ?!+
11 ვინ რა მომცა პირველმა, მე რომ გადავუხადო?+ცისქვეშეთში ყველაფერი ჩემია.+
12 ვილაპარაკებ მისი სხეულის ნაწილებზეც,მის სიძლიერესა და ნატიფ აღნაგობაზე.
13 ვის გაუხდია მისთვის სამოსელი?ვინ შეაღწევს მის ორმაგ ყბაში?
14 ვის გაუხსნია მისი პირისახის კარი?შიშის მომგვრელია მისი კბილები.
15 მისი ჯავშანთა წყება მისი სიამაყეა,თითქოს მკვრივი ბეჭდით არის შეკრულიო.
16 მჭიდროდ ეკვრიან ერთიმეორესდა ჰაერიც კი ვერ ატანს მათ შორის.
17 ერთმანეთს ისე არიან მიწებებულიდა ჩაჭიდებული, რომ ვერავინ დააცალკევებს.
18 დაცემინებისას შუქს აფრქვევსდა მისი თვალები განთიადის სხივებივითაა.
19 ელვას უშვებს პირიდან დანაპერწკლებიც კი სცვივა.
20 ნესტოებიდან კვამლს უშვებს,თითქოს ბუხარში ლელქაში იწვებაო.
21 სულით* ნაკვერჩხლებს აღვივებსდა პირიდან ალს უშვებს.
22 კისერში აქვს ძალადა მის წინაშე მყოფთ უიმედობა აცახცახებს.
23 ხორცის ნაკეცები ერთმანეთზე აქვს შეწებებული,თითქოს ჩამოსხმულიაო, არ ინძრევა.
24 ქვასავით აქვს გული ჩამოსხმული,ქვედა დოლაბივით.
25 წამოიმართება და ძლიერები ფრთხებიან,+თავზარდაცემულები საგონებელში ცვივდებიან.
26 ვერ დასძლევს მას ვერც ერთი მახვილი,ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ვერც ისარი.+
27 რკინას+ ბზედ მიიჩნევსდა სპილენძს — დამპალ ხედ.
28 ვერ გააქცევს მას ისარი;შურდულის ქვა+ მისთვის ნამჯად არის ქცეული.
29 ხელკეტი ნამჯაა მისთვის+და ხელშუბის შხუილზე ეცინება.
30 ქვედა ნაწილი წვეტიანი კეცის ნატეხებივითა აქვს.ტალახზე კევრივით+ ხოხავს.
31 ქვაბივით ადუღებს სიღრმეებსდა ზღვას ნელსაცხებლის ქვაბს ამსგავსებს.
32 ანათებინებს თავის კვალს,თითქოს გაჭაღარავებულაო ღრმა წყალი.
33 მიწაზე არავინაა მისი მსგავსი,ისე შექმნილი, რომ შიში არ ეკარებოდეს.
34 მაღლა ყველაფერს ხედავს.ის არის ყველა დიდი და საოცარი ცხოველის მეფე“.