იობი 42:1—17

42  მიუგო იობმა იეჰოვას:   „ახლა ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია.+არ არსებობს შენთვის განუხორციელებელი განზრახვა.+   ამბობდი, ვინ არის ეს, უცოდინარობით რომ აბნელებსო განზრახულს?+ვლაპარაკობდი, მაგრამ არ მესმოდა ის,რაც ჩემთვის მეტად გასაოცარი და ჩაუწვდომელია.+   ამბობდი, მომისმინე და მე ვილაპარაკებო;შეგეკითხები და მიპასუხეო.+   ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი,მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი.   ამიტომ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვებიდა მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“.+  მას შემდეგ, რაც წარმოთქვა იეჰოვამ ეს სიტყვები იობის მიმართ, თემანელ ელიფაზსაც უთხრა იეჰოვამ: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენზე და შენს ორ მეგობარზე,+ რადგან ჭეშმარიტება+ არ ილაპარაკეთ ჩემზე, როგორც ჩემმა მსახურმა იობმა ილაპარაკა.  ახლა წაიყვანეთ თქვენთვის შვიდი ხარი და შვიდი ვერძი,+ წადით ჩემს მსახურ იობთან+ და შესწირეთ დასაწვავი მსხვერპლი, ჩემი მსახური იობი კი ილოცებს+ თქვენთვის. მხოლოდ მას მოვუსმენ, რათა არ შეგარცხვინოთ, რადგან არ ილაპარაკეთ ჩემზე ჭეშმარიტება, როგორც ჩემმა მსახურმა იობმა ილაპარაკა“.+  წავიდნენ თემანელი ელიფაზი, შუახელი ბილდადი და ნაამათელი ცოფარი და ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უთხრა მათ, და იეჰოვამაც მოუსმინა იობს. 10  როცა ილოცა თავისი მეგობრებისთვის,+ დაიხსნა იეჰოვამ იობი ტყვეობიდან+ და იმაზე ორჯერ მეტი მისცა იეჰოვამ იობს, ვიდრე მას მანამდე ჰქონდა.+ 11  და მიდიოდნენ მასთან მისი და-ძმები და მისი ადრინდელი ნაცნობები.+ მასთან ერთად ჭამდნენ პურს+ მისივე სახლში, თანაუგრძნობდნენ და ანუგეშებდნენ ყველა იმ უბედურების გამო, რაც იეჰოვამ დაუშვა, რომ თავს დასტყდომოდა მას; თითოეული აძლევდა ფულსა და ოქროს სამკაულს. 12  იეჰოვამ იობის ბოლო წლები პირვანდელზე+ მეტად აკურთხა.+ ასე რომ, ჰყავდა იობს თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი ჭაკი ვირი. 13  შეეძინა ასევე შვიდი ვაჟი და სამი ასული.+ 14  პირველს დაარქვა იემიმა, მეორეს — კეცია, მესამეს კი — კერენ-ჰაფუქი. 15  მთელ ქვეყანაზე არც ერთი ქალი არ იყო ისეთი ლამაზი, როგორც იობის ასულები. თავიანთ ძმებთან ერთად მათაც მიიღეს მემკვიდრეობა მამისგან.+ 16  ამის შემდეგ იობმა კიდევ ას ორმოც წელს იცოცხლა+ და მოესწრო შვილებსა და შვილიშვილებს+ — ოთხ თაობას. 17  ბოლოს მოკვდა იობი, მოხუცი და დღეებით მაძღარი.+

სქოლიოები