იობი 5:1—27
5 „მოუხმე! განა გიპასუხებს ვინმე?ან რომელ წმინდას მიმართავ?
2 უგუნურს ტანჯვა მოკლავსდა მას, ვინც ადვილად ცდუნდება, შური მოუღებს ბოლოს.
3 მინახავს უგუნური, ფესვი რომ ჰქონდა გადგმული,+მაგრამ უმალვე დამიწყევლია მისი კერა.
4 მისი ვაჟებისგან შორს არის ხსნა,+კარიბჭესთან იჩაგრებიან და არავინ ჰყავთ მხსნელი.
5 რასაც იმკის, მშიერი უჭამს;კაუჭიდან უხსნიან ხორცსდა მახე სტაცებს პირს მათ ქონებას.
6 მტვრიდან არ ჩნდება ზიანი,და მიწიდან არ აღმოცენდება გასაჭირი.
7 როგორც ნაპერწკალი ადის მაღლა,ისე კაცი იბადება გასაჭირისთვის.
8 მე ღმერთს მივმართავდი,ღმერთს წარვუდგენდი ჩემს საქმეს,+
9 მას, ვინც დიდებულ, ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებსდა ურიცხვ საოცრებას ახდენს;+
10 მას, ვინც აწვიმებს დედამიწის ზედაპირს+და წყალს უგზავნის ტრიალ მინდვრებს;+
11 მას, ვინც მდაბიოებს ამაღლებს,+რათა ხსნით ამაღლდნენ დამწუხრებულები;
12 მას, ვინც ფუშავს გამჭრიახთა ზრახვებს,+რომ მათმა ხელმა ნაყოფი არ გამოიღოს;
13 მას, ვინც ბრძენებს ცბიერებაში იჭერს,+რომ ცბიერთა რჩევამ დაბნეულობა გამოიწვიოს.+
14 ისინი დღისითაც სიბნელეში ხვდებიანდა ხელის ცეცებით დადიან, თითქოს ღამე იყოს;+
15 მას, ვინც იხსნის კაცს მათი პირის მახვილისგან,და ღარიბს — ძლიერის ხელიდან,+
16 რათა მდაბიოს იმედი მიეცეს,+უმართლოებმა კი პირი მოკუმონ.+
17 ბედნიერია კაცი, რომელსაც ღმერთი შეაგონებს.+ყოვლისშემძლისგან აღზრდას ნუ უგულებელყოფ!
18 ის აყენებს კაცს ტკივილს და ის უხვევს იარას;ის აყენებს ჭრილობას და თავისივე ხელით კურნავს.
19 ექვსჯერ დაგიხსნის გასაჭირიდან+და შვიდჯერ არაფერი შეგემთხვევა საზიანო.+
20 შიმშილობისას სიკვდილისგან გიხსნის+და ომის დროს — მახვილისგან.
21 ენით გაშოლტვას დაემალები+და გაძარცვისა არ შეგეშინდება.
22 ძარცვასა და შიმშილზე გაგეცინებადა მხეცი ვერ შეგაშინებს.
23 მინდვრის ქვებთან დადებ შეთანხმებასდა მხეცი მშვიდობიანად იცხოვრებს შენთან.+
24 ნახავ, რომ კარვად მშვიდობა გექნება.წახვალ, იხილავ საძოვრებს და არაფერი მოგაკლდება.
25 ნახავ, რომ შთამომავლები მრავლად გეყოლება+და შენი მოდგმა მიწის მცენარეებივით გამრავლდება.+
26 ჭარმაგი ჩახვალ საფლავში,+როგორც თავის დროზე გროვდება ძნები.
27 აი, ეს გამოვარკვიეთ. ასეა ეს.შეისმინე და იცოდე“.