იობი 6:1—30

6  იობმა მიუგო:   „ნეტავ მთლიანად აიწონებოდეს ჩემი ტანჯვა+და სასწორზე დაიდებოდეს ჩემი უბედურება!   ზღვის ქვიშაზე მძიმეა იგი,ამიტომ ვეღარ ვსაზღვრავ, რას ვამბობ.+   ყოვლისშემძლის ისრებია ჩემში,+მათ შხამსა სვამს ჩემი სული;+საშინელებები მატყდება ღვთისგან.+   განა გაიგებ ზებრის+ ხმას საძოვარზე?თუ ბღავის ხარი, როცა წინ საკვები აქვს?   განა იჭმება უგემური საჭმელი უმარილოდ?თუ აქვს ტუხტის ბლანტ წვენს გემო?   გული* არაფერზე მიმდის.ასეთი საჭმელი საზიზღრობაა ჩემთვის.   ნეტავ ჩემი თხოვნა შესრულდებოდესდა ღმერთი იმედს არ გამიცრუებდეს!   ნეტავ ადგებოდეს და შემმუსრავდეს,არ შეაკავებდეს ხელს და მომკვეთდეს!+ 10  ეს მაინც მანუგეშებდა;აუტანელი ტკივილის მიუხედავად სიხარულით ვიხტუნებდი.+თუმცა არ ვყოფილვარ მისგან ნუგეშცემული, წმინდის+ სიტყვები არ დამიმალავს.+ 11  სადღა მაქვს ძალა, რომ ვიცადო?+განა რა მელის, რომ სიცოცხლე* გავიხანგრძლივო? 12  განა ქვის ძალა მაქვს?თუ სპილენძისაა ჩემი სხეული? 13  განა შემიძლია ჩემს თავს ვუშველო?განა წართმეული არა მაქვს შრომის უნარი? 14  ვინც სიკეთეს* უკავებს თავის მოძმეს,+ის ყოვლისშემძლის შიშსაც მიატოვებს.+ 15  ჩემი ძმები ვერაგულად მეპყრობიან,+ ზამთრის ნიაღვარივით არიან,ხევივით, რომელშიც შრება ზამთრის ნიაღვარი. 16  გაშავებულია ყინულისგანდა მასში ქრება თოვლი. 17  თავის დროზე შრება+ და ჩუმდება;დაცხება და ადგილზევე ორთქლდება.+ 18  გზიდან უხვევს ის,უდაბურ ადგილზე გადის და იღუპება. 19  მას გაჰყურებენ თემის+ ქარავნებიდა ელოდებიან სებელი+ მოგზაურები. 20  შერცხვებათ, რადგან მისი იმედი ჰქონდათ.მიდიან ადგილზე და იმედგაცრუებულები რჩებიან.+ 21  ახლა თქვენ არარაობა ხართ,+ხედავთ საშინელებას და გეშინიათ.+ 22  განა მითხოვია თქვენთვის, რამე მომეცით-მეთქი,ან რამე მაჩუქეთ-მეთქი თქვენი დოვლათიდან, 23  დამიხსენით მოწინააღმდეგის ხელიდან+და სასტიკთაგან გამომისყიდეთ-მეთქი?+ 24  ამიხსენით და გავჩუმდები,+გამაგებინეთ, რა შეცდომა დავუშვი.+ 25  მართლის ნათქვამი მტკივნეული არ არის.+მაგრამ რას აჩვენებს თქვენი მხილება?+ 26  ჩემი სიტყვების მხილება გინდათ?ქარივითაა+ სასოწარკვეთილის სიტყვები.+ 27  თქვენ უმამო ბავშვზეც+ კი იყრიდით წილსდა მეგობარს გაყიდდით!+ 28  ახლა ყური დამიგდეთდა ნახავთ, თუ ვიცრუო+ თქვენ წინაშე. 29  მობრუნდით, ნუ იქნება უმართლობა,მობრუნდით, ჩემი სიმართლე ჯერ კიდევ აქ არის.+ 30  განა მაქვს ენაზე უმართლობა?თუ ვერ გრძნობს ჩემი სასა უბედურებას?“

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.