იობი 7:1—21

7  „განა მოკვდავი ადამიანის ცხოვრება სავალდებულო სამუშაო+ არ არის დედამიწაზე?და მისი დღეები მოჯამაგირის+ დღეებს არა ჰგავს?   მონასავით ქოშინით ისწრაფვის ჩრდილისკენ,+და მოჯამაგირესავითაა, გასამრჯელოს+ რომ ელოდება.   ასევე ვარ მეც, წილად მხვდა უსარგებლო მთვარისმიერი თვეები+და გასაჭირით სავსე ღამეები+ მერგო.   როცა ვწვები, ვამბობ, ნეტავ როდის ავდგები-მეთქი.+საღამო რომ იწურება, კვლავ მოუსვენრობა მიპყრობს დილის ბინდამდე.   სხეული მატლებმა+ და მტვერმა+ დამიფარა.დამისკდა კანი და იშლება.+   ჩემი დღეები თითისტარის ტრიალზე სწრაფად+ გადისდა უიმედოდ სრულდება.+   გახსოვდეს, რომ ქარია ჩემი ცხოვრება.+კარგს ვეღარაფერს იხილავს ჩემი თვალი.   თვალი, რომელიც მხედავს, ვეღარ მიხილავს.ჩემკენ გექნება თვალები მოპყრობილი, მაგრამ მე აღარ ვიქნები.+   ღრუბელი მიდის და ქრება,და ვინც სამარეში* ჩადის, აღარ ამოვა.+ 10  აღარ დაუბრუნდება სახლსდა თავის კერას მეტად აღარ ეცოდინება იგი.+ 11  მეც აღარ შევაკავებ ჩემს ბაგეს.სულშეწუხებული* ვილაპარაკებ,სულგამწარებული* ვიქნები.+ 12  ზღვა ვარ თუ ზღვის დიდი ცხოველი,დარაჯი+ რომ დამიყენო? 13  როცა ვთქვი, ჩემი სარეცელი მანუგეშებსდა ჩემი საწოლი ამატანინებს-მეთქი წუხილს, 14  შენ სიზმრებით შემაძრწუნედა ხილვებით შემაშინე 15  ისე, რომ სულის* გაგუდვა დასიკვდილი+ მირჩევნია ჩემი ძვლების ყურებას. 16  უარს ვამბობ.+ არ მინდა უსასრულოდ ცხოვრება.გამეცალე, რადგან ერთი ამოსუნთქვაა ჩემი დღეები.+ 17  ვინ არის მოკვდავი კაცი,+ რომ ზრდიდა თავს არ ანებებ? 18  ყოველ დილით აპყრობ ყურადღებასდა ყოველთვის სცდი?+ 19  რატომ არ მაშორებ მზერას+და არ მეშვები, რომ ნერწყვი ჩავყლაპო? 20  მე თუ შევცოდე, შენ რას გიშავებ, ადამიანთა მეთვალყურევ?+იმიტომ ამომიღე მიზანში, რომ ტვირთად გქცეოდი? 21  რატომ არ მპატიობ ცოდვას+და არ ხუჭავ თვალს ჩემს დანაშაულზე?ახლა მტვერში+ ჩავწვები,ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები“.

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ან შეწუხებული სულით ვილაპარაკებ. სული — ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
ან სული მექნება გამწარებული. სული — ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.