იობი 8:1—22

8  მიუგო შუახელმა ბილდადმა:+   «როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე?+შენი ბაგეთა სიტყვები ძლიერი ქარია+ და მეტი არაფერი.   განა ამრუდებს ღმერთი სამართალს?+ამრუდებს ყოვლისშემძლე სიმართლეს?+   თუ შენმა ვაჟებმა შესცოდეს,იმიტომაც ჩაუგდო მან ისინი მათივე ურჩობას ხელში.   ღმერთი რომ გეძებნა+და ყოვლისშემძლისთვის შეწყალება გეთხოვა,   წმინდა და მართალი რომ ყოფილიყავი,+გაიღვიძებდა იგი შენთვისდა აღგიდგენდა სიმართლის კერას.   შენი დასაწყისი უმნიშვნელო იქნებოდაიმ სიდიადესთან შედარებით, რაც ბოლოს გექნებოდა.+   აბა, მოიძიე უწინდელ თაობებში+და ყურადღება მიაქციე იმას, რაც მათ მამებს გამოუკვლევიათ.+   ჩვენ მხოლოდ გუშინ გავჩნდით+ და არაფერი ვიცით,რადგან ჩრდილივით არის ჩვენი დღეები დედამიწაზე.+ 10  განა არ დაგარიგებენ ისინი და არ გეტყვიანდა გულიდან არ ილაპარაკებენ? 11  განა გაიზრდება პაპირუსი+ უჭაობოდ?თუ გაიზრდება ლერწამი უწყლოდ? 12  ჯერ კიდევ ნორჩი იქნება და მოუწყვეტელი,როცა გახმება ყველა სხვა ბალახზე ადრე.+ 13  ასეთია ღვთის დამვიწყებელთა+ გზები;იმედი გაუცრუვდება განდგომილს,+ 14  ვისაც დასაყრდენი აღარა აქვსდა ვინც ობობის სახლს+ ეყრდნობა. 15  დაეყრდნობა თავის სახლს, მაგრამ ის ვერ გაუძლებს.მოეჭიდება, მაგრამ ის ვერ დაიჭერს. 16  იგი წყლით არის გაჯერებული მზის გულზედა მისი რტოები იზრდება მის ბაღში.+ 17  ქვების გროვაში ჩახლართვია ფესვებიდა ქვის სახლს შეჰყურებს. 18  თუ ადგილზევე შთაინთქმება,+ის უეჭველად უარყოფს მას და ეტყვის: „არასოდეს მინახიხარ“.+ 19  აი, ასე სრულდება მისი გზა+და სხვები აღმოცენდებიან მტვრიდან. 20  არ უარყოფს ღმერთი უმწიკვლოსდა არც ბოროტმოქმედის ხელს ჩასჭიდებს ხელს. 21  ის აგივსებს პირს სიცილითდა ბაგეებს — მხიარული ყიჟინით. 22  შენი მოძულეები სირცხვილით+ შეიმოსებიანდა აღარ იდგება ბოროტთა კარავი».

სქოლიოები