იობი 9:1—35
9 მიუგო იობმა:
2 «ვიცი, რომ ეს ასეა.მაგრამ მოკვდავი კაცი როგორ გამოვა მართალი ღმერთთან?+
3 თუ მასთან შეკამათებას მოისურვებს,+კაცი ათასიდან ერთზეც ვერ გასცემს პასუხს.
4 გულით ბრძენია ის და ძალით ძლიერი.+ვინ შეძლებს, გაუჯიუტდეს მას და უვნებელი დარჩეს?+
5 მთებს ძრავს+ იგი და ხალხმა არც კი იცის.მან დაამხო ისინი თავისი რისხვით.+
6 დედამიწას არყევსდა მის სვეტებს+ აზანზარებს.
7 მზეს ეუბნება, არ გამოანათოო,და ვარსკვლავებს ახშობს.+
8 თავად განავრცობს ზეცას+და თელავს ზღვის აზვირთებულ ტალღებს.+
9 ის ქმნის აშის*, ქესილისა*და ქიმას* თანავარსკვლავედებს+ და სამხრეთის შიდა დარბაზებს*.
10 ის იქმს ჩაუწვდომელ,+ დიდებულ საქმეებსადა ურიცხვ საოცრებას.+
11 აი, ჩამივლის და ვერ ვხედავ,მოძრაობს და ვერ ვამჩნევ.+
12 მოიტაცებს და ვინ დაუდგება წინ?ვინ ეტყვის, რას აკეთებო?+
13 არ შეიკავებს ღმერთი რისხვას.+მის წინაშე დაემხობიან მოიერიშის+ მხარდამჭერები,
14 და მე როგორღა გავცე პასუხი!სიტყვები უნდა შევარჩიო.+
15 მართალიც რომ ვყოფილიყავი, არ შევეპასუხებოდი.+შეწყალებას ვთხოვდი ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს.+
16 რომც მოვუხმო, განა მიპასუხებს?+ვერ დავიჯერებ, რომ ყურს დაუგდებს ჩემს ხმას.
17 ქარიშხლით მაყენებს ტკივილსდა უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს.+
18 სიმწრით მავსებსდა სულს არ მათქმევინებს.+
19 თუ ვინმეა ძალით ძლიერი, ის არის;+და თუ ვინმეა სამართალში ძლიერი, ნეტავ მომიხმობდეს!
20 მართალიც რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბაგეები დამნაშავედ გამომაცხადებდა.უმწიკვლოც რომ ვყოფილიყავი, იგი უკანონობაში დამადანაშაულებდა.
21 უმწიკვლოც რომ ვყოფილიყავი, არ მეცოდინებოდა;უარს ვიტყოდი სიცოცხლეზე.
22 ერთი რამ ცხადია. ამიტომაც ვამბობ:„ის ბოლოს უღებს უმწიკვლოსაც და ბოროტსაც“.+
23 თუ წყალდიდობა უცაბედად მოიტანს სიკვდილს,სიცილად არ ეყოფა უდანაშაულოების უბედურება.
24 ბოროტის ხელშია დედამიწა.+ის უფარავს მსაჯულებს სახეს.თუ არა ის, მაშ ვინღა?
25 მალემსრბოლზე სწრაფად გარბიან ჩემი დღეები,+მიქრიან და კარგს ვეღარაფერს იხილავენ.
26 ლერწმის ნავებივით ჩაიარეს,არწივივით, რომელიც საჭმლის ძიებაში აქეთ-იქით დაქრის.+
27 თუ ვიტყოდი, დავივიწყებ-მეთქი ჩემს საწუხარს,+იერს შევიცვლი+ და გავბრწყინდები-მეთქი,
28 შემაშინებდა ჩემი ტკივილები.+ვიცი, რომ არ მცნობ უდანაშაულოდ.
29 მაინც დამნაშავე ვიქნები.რატომღა ვირჯები ტყუილუბრალოდ?+
30 თოვლის წყლითაც რომ დავბანილიყავიდა ნაცარტუტით გამეწმინდა ხელები,+
31 შენ მაინც ორმოში ამომავლებდიდა შემიძულებდა ჩემი ტანსაცმელი.
32 ის ჩემსავით კაცი+ კი არ არის, რომ პასუხი გავცედა ერთად წარვდგეთ სასამართლოზე.
33 არავინ არის ჩვენი განმსჯელი,+რომ ორივეს დაგვადოს ხელი.
34 მომაცილოს თავისი ჯოხი+და ნუ შემაძრწუნებს მისი შიში.
35 ვილაპარაკებ და არ შემეშინდება მისი,რადგან ასე არა ვარ განწყობილი».
სქოლიოები
^ არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის დიდი დათვის თანავარსკვლავედი.
^ ვარაუდობენ, რომ ესენი არიან ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედები.
^ არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.
^ არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ორიონის თანავარსკვლავედი.