იოელი 2:1—32

2  „ჩაჰბერეთ საყვირს სიონში+ და საომარი ყიჟინა+ დაეცით ჩემს წმინდა მთაზე!+ აფორიაქდეს მიწის ყველა მკვიდრი,+ რადგან მოდის იეჰოვას დღე,+ ახლოს არის ის!  ის არის სიბნელისა და წყვდიადის დღე,+ მოღრუბვლისა და მოქუფვრის დღე, განთიადის ნათელივით რომ ეფინება მთებს.+ არის ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი,+ რომლის მსგავსიც არასდროს+ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება მომავალ თაობებში.  მის წინ შთამნთქმელი ცეცხლი მიდის,+ მის უკან კი — მბუგავი ალი;+ ედემის ბაღივითაა მიწა მის წინაშე,+ მის უკან კი გაუდაბურებული უდაბნოა; ვერაფერი გადაურჩება მას.  შესახედავად ცხენებს ჰგვანან, რაშებივით მირბიან.+  მიხტიან და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენ მთების მწვერვალებზე,+ თითქოს ნამჯას შთანთქავს აბრიალებული ცეცხლი.+ ძლიერ, საბრძოლოდ დარაზმულ ხალხს ჰგვანან.+  მწვავე ტკივილები დაეწყებათ ხალხებს მათ გამო.+ შეშფოთებისგან ყველას სახე აელეწება.+  ძლიერი კაცებივით დარბიან;+ მეომრებივით ადიან გალავანზე; თითოეული თავისი გზით მიდის, გზას არ იცვლიან;+  ერთმანეთს არ ეხლებიან; ვაჟკაცივით აგრძელებენ სვლას. შუბითაც რომ დაეცეს ზოგიერთი, დანარჩენები მაინც არ ჩერდებიან.  ქალაქში იჭრებიან, გალავანზე არბიან, სახლებზე ადიან, ქურდებივით სარკმლებიდან მიძვრებიან; 10  მიწა ირყევა და ცა იძვრის მათ წინაშე. დაბნელდა მზე და მთვარე,+ აღარ ანათებს ვარსკვლავები.+ 11  დასჭექს იეჰოვა+ თავისი ჯარის+ წინაშე, რადგან მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი.+ ძლიერია ის, ვინც ასრულებს თავის სიტყვას. დიდია იეჰოვას დღე+ და შიშის მომგვრელი, ვინ გაუძლებს მას?!“+ 12  «ახლა კი, — ამბობს იეჰოვა, — დამიბრუნდით მთელი გულით,+ მარხვით,+ ტირილითა და მოთქმით;+ 13  გულები დაიგლიჯეთ+ და არა ტანსაცმელი,+ დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას, რადგან ის მწყალობელი და გულმოწყალეა,+ რისხვაში ნელი+ და სიკეთით*+ სავსე, და ის უეჭველად გადაიფიქრებს უბედურებას.+ 14  ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს, გადაიფიქროს+ და მოგცეთ კურთხევა+ — თქვენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის განკუთვნილი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი! 15  ჩაჰბერეთ საყვირს სიონში,+ გამოაცხადეთ წმინდა მარხვა,+ მოიწვიეთ საზეიმო შეკრება,+ 16  შეკრიბეთ ხალხი, განწმინდეთ კრებული,+ შეკრიბეთ მოხუცებულები, შეკრიბეთ ბავშვები და ძუძუთა ჩვილები!+ გამოვიდეს ნეფე თავისი შიდა ოთახიდან და პატარძალი — საქორწილო ოთახიდან. 17  იტირონ მღვდლებმა, იეჰოვას მსახურებმა, წინკარსა და სამსხვერპლოს შორის+ და თქვან: „შეიბრალე, იეჰოვა, შენი ხალხი, და შეურაცხყოფად+ ნუ აქცევ შენს მემკიდრეობას, რათა ხალხებმა არ იბატონონ მათზე. რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არისო მათი ღმერთი?!“+ 18  მოშურნეობას გამოავლენს იეჰოვა თავისი მიწისთვის+ და შეიბრალებს თავის ხალხს.+ 19  მიუგებს იეჰოვა და ეტყვის თავის ხალხს: აი, გიგზავნით მარცვლეულს, ახალ ღვინოსა და ზეთს, და დანაყრდებით;+ მეტად აღარ გაქცევთ შეურაცხყოფად ხალხებს შორის.+ 20  მოგაშორებთ ჩრდილოელს+ და განვდევნი მას უწყლო და გაპარტახებულ მიწაზე, პირი აღმოსავლეთის ზღვისკენ+ ექნება და ზურგი — დასავლეთის ზღვისკენ.+ აუვა სუნი და აყროლდება;+ დიდ რამეს მოიმოქმედებს ღმერთი. 21  ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე! დიდ რამეს მოიმოქმედებს იეჰოვა.+ 22  ნუ გეშინიათ, მინდვრის მხეცებო,+ რადგან ამწვანდება უდაბნოს საძოვრები!+ ნაყოფს გამოიღებს ხე,+ მაცოცხლებელ ძალას გასცემს ლეღვის ხე და ვაზი.+ 23  თქვენც, სიონის ძეებო, იხარეთ და იმხიარულეთ იეჰოვათი, თქვენი ღმერთით,+ რადგან ის საკმარისად მოგცემთ შემოდგომის წვიმას,+ უწინდელივით უხვად გაწვიმებთ შემოდგომის წვიმასა და გაზაფხულის წვიმას!+ 24  კალოები აივსება გასუფთავებული მარცვლით და საწურებიდან ღვარად იდინებს ახალი ღვინო და ზეთი.+ 25  აგინაზღაურებთ იმ წლების დანაკარგს, როცა ჭამდნენ კალია, უფრთო კალია, ტარაკანი და მუხლუხი — ჩემი დიდი ჯარი, რომელიც გამოგიგზავნეთ.+ 26  შეჭამთ და გაძღებით,+ განადიდებთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სახელს,+ რომელიც ასე გასაოცრად მოგექცათ.+ არ შერცხვება სამარადისოდ ჩემი ხალხი.+ 27  გაიგებთ, რომ მე ვარ ისრაელში,+ რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და ჩემ გარდა სხვა არავინ არის.+ არ შერცხვება სამარადისოდ ჩემი ხალხი. 28  ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს+ ყველანაირ ხორციელზე+ და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ,+ თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ; 29  მსახურებზეც და მოახლეებზეც გადმოვღვრი იმ დროს ჩემს სულს.+ 30  მოვახდენ საკვირველებებს ცაში+ და დედამიწაზე, მოვავლენ სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.+ 31  მზე დაბნელდება+ და მთვარე სისხლად იქცევა+ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე.+ 32  და ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება,+ რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნებიან გადარჩენილები,+ როგორც იეჰოვამ თქვა; ისინი იქნებიან იმ გადარჩენილთა შორის, რომლებსაც იეჰოვა მოუხმობს».+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.