იოელი 3:1—21
3 „აი, იმ დღეებში და იმ დროს,+ როცა დავაბრუნებ იუდასა და იერუსალიმის ტყვეებს,+
2 შევკრებ ყველა ხალხს+ და ჩავიყვან იეჰოშაფატის ველზე.+ შევედავები მათ ჩემი ხალხისა და ჩემი მემკვიდრეობის, ისრაელის გამო,+ ხალხებს შორის რომ გაფანტეს. დაინაწილეს ჩემი მიწა.+
3 წილს ყრიდნენ ჩემს ხალხზე;+ ყმაწვილს მეძავზე ცვლიდნენ+ და გოგონას ღვინოზე ყიდდნენ, რომ ესვათ.
4 რა გესაქმებათ ჩემთან, ტვიროსო, სიდონო+ და ფილისტიმის მხარეებო?+ ასე მიხდით სამაგიეროს?! თუ ასე მექცევით, მალევე, დაუყოვნებლივ თქვენი საქციელისამებრ გადაგიხდით სამაგიეროს.+
5 რაკი წაიღეთ ჩემი ოქრო-ვერცხლი+ და ჩემი ძვირფასი ნივთები შეიტანეთ თქვენს ტაძრებში+
6 და ბერძენთა ძეებს+ მიჰყიდეთ+ იუდასა და იერუსალიმის ძეები, მათივე მიწიდან რომ მოგეშორებინათ ისინი,+
7 აი, აღვძრავ მათ იმ ადგილზე, სადაც თქვენ გაყიდეთ ისინი+ და თქვენი საქციელისამებრ გადაგიხდით სამაგიეროს.+
8 თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს ჩავუგდებ ხელში*,+ ისინი კი შებელებს,+ შორს მცხოვრებ ხალხს ჩაუგდებენ+ მათ ხელში, რადგან იეჰოვა ამბობს ამას.
9 გამოაცხადეთ ხალხებში:+ საომრად მოემზადეთ*! აღძარით ძლიერები!+ ახლოს მოვიდნენ ისინი! ადგეს ყველა მებრძოლი!+
10 თქვენი გუთნებისგან მახვილები გამოჭედეთ და სასხლავებისგან+ — შუბები. უძლურმა თქვას, ძლიერი ვარო.+
11 მოდით და დაეხმარეთ ერთმანეთს, გარშემო მცხოვრებო ყველა ხალხო,+ და შეიკრიბეთ!“+
იეჰოვა, ჩამოიყვანე იმ ადგილზე შენი ძლიერები!+
12 „აღსდგნენ ხალხები და გამოვიდნენ იეჰოშაფატის ველზე,+ რადგან იქ დავჯდები გარშემო მცხოვრები ყველა ხალხის გასასამართლებლად.+
13 მოიქნიეთ ნამგალი,+ რადგან მოწეულია სამკალი!+ მოდით, ჩამოდით, რადგან აივსო საწნახელი!+ გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება.+
14 ბრბოები, ბრბოები არიან განაჩენის ველზე,+ რადგან უახლოვდება იეჰოვას დღე განაჩენის ველს.+
15 დაბნელდება მზე და დაბნელდება მთვარე, აღარ გამოანათებენ ვარსკვლავები.+
16 სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას.+ შეირყევა ცა და მიწა,+ მაგრამ იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის+ და სიმაგრე — ისრაელის ძეებისთვის.+
17 გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ რომელიც სიონში, ჩემს წმინდა მთაზე ვარ დამკვიდრებული.+ წმინდა ადგილი გახდება იერუსალიმი+ და უცხოები ვეღარ გაივლიან იქ.+
18 იმ დღეს მთებიდან ჩამოწვეთავს მაჭარი,+ გორებიდან იდინებს რძე და წყალი იდინებს იუდას ყველა კალაპოტში. იეჰოვას სახლიდან გამოვა წყარო+ და ის მორწყავს აკაციის ხევს.+
19 გაპარტახდება ეგვიპტე+ და გაუდაბურდება ედომი,+ რადგან ძალადობდნენ იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ მათ მიწაზე.+
20 მარადიულად დასახლდება იუდა+ და თაობიდან თაობაში — იერუსალიმი.+
21 უდანაშაულოდ ჩავთვლი მათ სისხლს, რასაც არ ვთვლიდი უდანაშაულოდ.+ იეჰოვა დამკვიდრდება სიონში“.+