იონა 1:1—17
1 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იონას,+ ამითაის ძეს:
2 „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში+ და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ“.+
3 ადგა იონა და თარშიშში+ გაექცა იეჰოვას.+ ჩავიდა იოპეში,+ მოძებნა თარშიშში მიმავალი ხომალდი, გადაიხადა მგზავრობის საფასური, ჩაჯდა ხომალდში და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშში, იეჰოვასგან შორს.
4 ძლიერი ქარი ამოაგდო იეჰოვამ ზღვაზე+ და ამოვარდა დიდი ქარიშხალი;+ ცოტაც და დაიმსხვრეოდა ხომალდი.
5 შეეშინდათ მეზღვაურებს და თითოეული თავის ღმერთს სთხოვდა შველას.+ ხომალდიდან ზღვაში ნივთების გადაყრა დაიწყეს მის შესამსუბუქებლად,+ იონა კი გემბანის ქვეშ იყო ჩასული, იწვა და ღრმად ეძინა.+
6 ბოლოს მივიდა მასთან ხომალდის მეთაური და უთხრა: „რა დროს ძილია?! ადექი, მოუხმე შენს ღმერთს!+ იქნებ ჭეშმარიტმა ღმერთმა იზრუნოს ჩვენზე და არ დავიღუპოთ“.+
7 ერთმანეთს ეუბნებოდნენ: მოდი, კენჭი ვყაროთ,+ რომ გავიგოთ, ვის გამო ვართო ამ უბედურებაში.+ კენჭი ყარეს და იონას ერგო.+
8 ჰკითხეს მას: „გვითხარი, რატომ დაგვემართა ეს უბედურება?+ რა მოხელე ხარ და საიდან მოდიხარ? რომელი ქვეყნიდან ხარ და რომელი ხალხიდან?“
9 მიუგო მათ: „ებრაელი ვარ,+ იეჰოვას, ცათა ღვთის,+ ზღვისა და ხმელეთის+ შემქმნელის მოშიში“.+
10 ძლიერ შეშინდნენ ის კაცები და ჰკითხეს: „რა ჩაიდინე?“+ იცოდნენ, რომ იეჰოვას გაურბოდა იგი, რადგან თვითონვე ჰქონდა ნათქვამი.
11 ბოლოს ჰკითხეს მას: „რა გიყოთ,+ რომ ზღვა დაგვიწყნარდეს?“ რადგან სულ უფრო ძლიერდებოდა ზღვის ღელვა.
12 მან მიუგო: „ამიყვანეთ, ზღვაში გადამაგდეთ და დაგიწყნარდებათ ზღვა, რადგან ვიცი, რომ ჩემ გამო დაგატყდათ ეს დიდი ქარიშხალი“.+
13 კაცები შეეცადნენ, გზა გაეკვლიათ და ხომალდი ხმელეთამდე მიეყვანათ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძლიერდებოდა ზღვის ღელვა.+
14 მაშინ მოუხმეს იეჰოვას:+ „იეჰოვა, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის სულის გამო! ნუ მოგვკითხავ უდანაშაულო სისხლს,+ იეჰოვა, რადგან შენი სურვილისამებრ მოქმედებ!“+
15 აიყვანეს იონა, ზღვაში გადააგდეს და ზღვაც ნელ-ნელა დაწყნარდა.+
16 ძლიერ შეეშინდათ იმ კაცებს იეჰოვასი.+ მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას+ და აღთქმები დაუდეს.+
17 იეჰოვამ დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა+ და იყო იონა სამ დღესა და სამ ღამეს თევზის მუცელში.+