იონა 2:1—10

2  ლოცვით მიმართა იონამ იეჰოვას, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან+  და თქვა: „გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას+ და მან მიპასუხა.+შველას ვთხოვდი სამარის* მუცლიდან.+შენ ისმინე ჩემი ხმა.+   როცა სიღრმეში გადამაგდე, შუაგულ ზღვაში,+მორევმა მომიქცია.ყველა შენმა ზვირთმა და ტალღამ გადამიარა.+   ვთქვი: გაძევებული ვარ შენს თვალთაგან!+ნეტავ ვიხილავ კვლავ შენს წმინდა ტაძარს?!+   გარს შემომერტყა წყლები და სულამდე მოაღწია;+ ღრმა წყლებმა ჩამკეტა.წყალმცენარეები თავზე შემომეწნა.   მთების საძირკვლებამდე ჩავედი.დედამიწის ურდულები სამარადისოდ ჩაიკეტა ჩემზე.შენ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ცოცხალი ამომიყვანე ორმოდან.+   იეჰოვას ვიხსენებდი+ სულდაუძლურებული.+მაშინ მოაღწია ჩემმა ლოცვამ შენთან, შენს წმინდა ტაძარში.+   სიცრუის კერპებისთვის პატივის მიმგებნი ტოვებენ სიკეთის* წყაროს.+   მე კი სამადლობელს გეტყვი და მსხვერპლს შემოგწირავ.+რაც აღმითქვამს, შევასრულებ.+ ხსნა იეჰოვასგანაა“.+ 10  უბრძანა იეჰოვამ თევზს და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.